ბურლესკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბურლესკი''' – კომედიური თეატრის ერთ-ერთი ჟანრი. გამოირჩეოდა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბურლესკი'''  – კომედიური თეატრის ერთ-ერთი ჟანრი. გამოირჩეოდა მოვლენების მეტისმეტად დახლართულობით, კომიზმით, პაროდიულობით. ბერლესკში „ამაღლებული“ თემა გადმოიცემო და „მდაბიური“ ენით, ბუფონური თეატრალური ხერხებით. ბურლესკი მიმართული იყო თეატრალური წარმოდგენების კანონიკური, ერთ წერტილში გაყინული ფორმების წინააღმდეგ.
+
'''ბურლესკი'''  – (ფრანგ. burlesque, < იტალ. burlesco – დამცინავი, საქილიკო) – კომიკურ-პაროდიული ხასიათის პოეზიისა და დრამატურგიის სახეობა. მისთვის დამახასიათებელია თემისა და მეტყველების სტილური შეუსაბამობა, როცა „მაღალი“ თემა გამოისახება „მდაბიო“ ენით, ან კი პირიქით, „მდაბიო“ თემა - მაღალფარდოვანი ლექსიკით. ბურლესკი გამოირჩეოდა მოვლენების დახლართულობით, ბუფონური ხერხების გამოყენებით და მიმართული იყო დრომოჭმული კანონიკური ფორმების წინააღმდეგ.
 +
 
 +
ბურლესკის ჟანრი აღმოცენდა ანტიკურ ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში [[იტალია]]ში. მე-17 საუკუნის ფრანგმა მწერალმა პ. სკარონმა, რომელიც [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]] წერდა ბუფონურ კომიკოს ჟოდლესათვის, ეს ჟანრი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.
 +
 
 +
ბურლესკი ფართოდ იყო გამოყენებული მე-17-18 საუკუნეების ფრანგული [[ბაზრობის თეატრი|ბაზრობების თეატრებში]], რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ პრივილეგირებული თეატრის, „კომედი ფრანსეზის“ „მაღალ“ სტილს. [[ავსტრია]]ში ბურლესკს ფართოდ იყენებდნენ [[მოხეტიალე დასები]] თავის იმპროვიზირებულ სპექტაკლებში „ბურგ-თეატრის“ სტილის (მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე), „სწორი“ [[ტრაგედია|ტრაგედიის]] და [[კომედია|კომედიის]] გასამასხარავებლად. ბურლესკი დღემდე რჩება კომიკური [[პაროდი]]ის საუკეთესო ჟანრად.
  
  
ხაზი 6: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრი]]

22:52, 5 მარტი 2023-ის ვერსია

ბურლესკი – (ფრანგ. burlesque, < იტალ. burlesco – დამცინავი, საქილიკო) – კომიკურ-პაროდიული ხასიათის პოეზიისა და დრამატურგიის სახეობა. მისთვის დამახასიათებელია თემისა და მეტყველების სტილური შეუსაბამობა, როცა „მაღალი“ თემა გამოისახება „მდაბიო“ ენით, ან კი პირიქით, „მდაბიო“ თემა - მაღალფარდოვანი ლექსიკით. ბურლესკი გამოირჩეოდა მოვლენების დახლართულობით, ბუფონური ხერხების გამოყენებით და მიმართული იყო დრომოჭმული კანონიკური ფორმების წინააღმდეგ.

ბურლესკის ჟანრი აღმოცენდა ანტიკურ ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში იტალიაში. მე-17 საუკუნის ფრანგმა მწერალმა პ. სკარონმა, რომელიც პიესებს წერდა ბუფონურ კომიკოს ჟოდლესათვის, ეს ჟანრი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

ბურლესკი ფართოდ იყო გამოყენებული მე-17-18 საუკუნეების ფრანგული ბაზრობების თეატრებში, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ პრივილეგირებული თეატრის, „კომედი ფრანსეზის“ „მაღალ“ სტილს. ავსტრიაში ბურლესკს ფართოდ იყენებდნენ მოხეტიალე დასები თავის იმპროვიზირებულ სპექტაკლებში „ბურგ-თეატრის“ სტილის (მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე), „სწორი“ ტრაგედიის და კომედიის გასამასხარავებლად. ბურლესკი დღემდე რჩება კომიკური პაროდიის საუკეთესო ჟანრად.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები