ბურლესკი
(ახალი გვერდი: '''ბურლესკი''' – კომედიური თეატრის ერთ-ერთი ჟანრი. გამოირჩეოდა...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბურლესკი''' – | + | '''ბურლესკი''' – (ფრანგ. burlesque, < იტალ. burlesco – დამცინავი, საქილიკო) – კომიკურ-პაროდიული ხასიათის პოეზიისა და დრამატურგიის სახეობა. მისთვის დამახასიათებელია თემისა და მეტყველების სტილური შეუსაბამობა, როცა „მაღალი“ თემა გამოისახება „მდაბიო“ ენით, ან კი პირიქით, „მდაბიო“ თემა - მაღალფარდოვანი ლექსიკით. ბურლესკი გამოირჩეოდა მოვლენების დახლართულობით, ბუფონური ხერხების გამოყენებით და მიმართული იყო დრომოჭმული კანონიკური ფორმების წინააღმდეგ. |
+ | |||
+ | ბურლესკის ჟანრი აღმოცენდა ანტიკურ ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში [[იტალია]]ში. მე-17 საუკუნის ფრანგმა მწერალმა პ. სკარონმა, რომელიც [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]] წერდა ბუფონურ კომიკოს ჟოდლესათვის, ეს ჟანრი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. | ||
+ | |||
+ | ბურლესკი ფართოდ იყო გამოყენებული მე-17-18 საუკუნეების ფრანგული [[ბაზრობის თეატრი|ბაზრობების თეატრებში]], რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ პრივილეგირებული თეატრის, „კომედი ფრანსეზის“ „მაღალ“ სტილს. [[ავსტრია]]ში ბურლესკს ფართოდ იყენებდნენ [[მოხეტიალე დასები]] თავის იმპროვიზირებულ სპექტაკლებში „ბურგ-თეატრის“ სტილის (მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე), „სწორი“ [[ტრაგედია|ტრაგედიის]] და [[კომედია|კომედიის]] გასამასხარავებლად. ბურლესკი დღემდე რჩება კომიკური [[პაროდი]]ის საუკეთესო ჟანრად. | ||
ხაზი 6: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:34, 9 მარტი 2023 მდგომარეობით
ბურლესკი – (ფრანგ. burlesque, < იტალ. burlesco – დამცინავი, საქილიკო) – კომიკურ-პაროდიული ხასიათის პოეზიისა და დრამატურგიის სახეობა. მისთვის დამახასიათებელია თემისა და მეტყველების სტილური შეუსაბამობა, როცა „მაღალი“ თემა გამოისახება „მდაბიო“ ენით, ან კი პირიქით, „მდაბიო“ თემა - მაღალფარდოვანი ლექსიკით. ბურლესკი გამოირჩეოდა მოვლენების დახლართულობით, ბუფონური ხერხების გამოყენებით და მიმართული იყო დრომოჭმული კანონიკური ფორმების წინააღმდეგ.
ბურლესკის ჟანრი აღმოცენდა ანტიკურ ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში იტალიაში. მე-17 საუკუნის ფრანგმა მწერალმა პ. სკარონმა, რომელიც პიესებს წერდა ბუფონურ კომიკოს ჟოდლესათვის, ეს ჟანრი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.
ბურლესკი ფართოდ იყო გამოყენებული მე-17-18 საუკუნეების ფრანგული ბაზრობების თეატრებში, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ პრივილეგირებული თეატრის, „კომედი ფრანსეზის“ „მაღალ“ სტილს. ავსტრიაში ბურლესკს ფართოდ იყენებდნენ მოხეტიალე დასები თავის იმპროვიზირებულ სპექტაკლებში „ბურგ-თეატრის“ სტილის (მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე), „სწორი“ ტრაგედიის და კომედიის გასამასხარავებლად. ბურლესკი დღემდე რჩება კომიკური პაროდიის საუკეთესო ჟანრად.