ბურლესკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრი]]
+
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]

მიმდინარე ცვლილება 01:34, 9 მარტი 2023 მდგომარეობით

ბურლესკი – (ფრანგ. burlesque, < იტალ. burlesco – დამცინავი, საქილიკო) – კომიკურ-პაროდიული ხასიათის პოეზიისა და დრამატურგიის სახეობა. მისთვის დამახასიათებელია თემისა და მეტყველების სტილური შეუსაბამობა, როცა „მაღალი“ თემა გამოისახება „მდაბიო“ ენით, ან კი პირიქით, „მდაბიო“ თემა - მაღალფარდოვანი ლექსიკით. ბურლესკი გამოირჩეოდა მოვლენების დახლართულობით, ბუფონური ხერხების გამოყენებით და მიმართული იყო დრომოჭმული კანონიკური ფორმების წინააღმდეგ.

ბურლესკის ჟანრი აღმოცენდა ანტიკურ ეპოქაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა XIV-XV საუკუნეებში იტალიაში. მე-17 საუკუნის ფრანგმა მწერალმა პ. სკარონმა, რომელიც პიესებს წერდა ბუფონურ კომიკოს ჟოდლესათვის, ეს ჟანრი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

ბურლესკი ფართოდ იყო გამოყენებული მე-17-18 საუკუნეების ფრანგული ბაზრობების თეატრებში, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ პრივილეგირებული თეატრის, „კომედი ფრანსეზის“ „მაღალ“ სტილს. ავსტრიაში ბურლესკს ფართოდ იყენებდნენ მოხეტიალე დასები თავის იმპროვიზირებულ სპექტაკლებში „ბურგ-თეატრის“ სტილის (მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნე), „სწორი“ ტრაგედიის და კომედიის გასამასხარავებლად. ბურლესკი დღემდე რჩება კომიკური პაროდიის საუკეთესო ჟანრად.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები