ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა''' - არსე...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა'''  - არსებობს სპეციალური იურიდიული უსაფრთხოების ზომები ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ფსიქიკური აშლილობის გამო და, რომლებიც უარს ამბობენ საჭირო მკურნალობაზე, რადგან არ აღიარებენ საკუთარ [[ფსიქიკური აშლილობა|ფსიქიკურ აშლილობას]]. ასეთ ვითარებაში წარმოიშობა ეთიკური
+
'''ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა'''  - არსებობს სპეციალური იურიდიული უსაფრთხოების ზომები ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის [[ფსიქიკური აშლილობა|ფსიქიკური აშლილობის]] გამო და, რომლებიც უარს ამბობენ საჭირო მკურნალობაზე, რადგან არ აღიარებენ საკუთარ ფსიქიკურ აშლილობას. ასეთ ვითარებაში წარმოიშობა ეთიკური [[დილემა]]: მათ აქვთ თავისუფლების უფლება, მაგრამ, ასევე, საჭიროებენ მკურნალობასა და ზრუნვას, ხოლო საზოგასაზოგადოებას აქვს უფლება, იყოს დაცული.
დილემა: მათ აქვთ თავისუფლების უფლება, მაგრამ, ასევე, საჭიროებენ მკურნალობასა და ზრუნვას, ხოლო საზოგასაზოგადოებას აქვს უფლება, იყოს დაცული.
+
  
 
უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს კანონები, რომლებიც იცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე [[ადამიანი|ადამიანებს]] და იცავს საზოგადოებას იმ შედეგებისგან, რაც მათ ფსიქიკურ აშლილობას მოჰყვება, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრება და პროცედურები განსხვავებულია. სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში არანებაყოფლობითი მკურნალობის პროცედურები მარტივია, ხოლო [[ამერიკა|ამერიკაში]], ზოგჯერ სასამართლო მოსმენის პროცედურაა საჭირო. ინგლისსა და უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტი (1983) შეიცავს დებულებას არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის შესახებ, თუმცა, იქ ახალი კანონმდებლობის შექმნაა დაგეგმილი.
 
უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს კანონები, რომლებიც იცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე [[ადამიანი|ადამიანებს]] და იცავს საზოგადოებას იმ შედეგებისგან, რაც მათ ფსიქიკურ აშლილობას მოჰყვება, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრება და პროცედურები განსხვავებულია. სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში არანებაყოფლობითი მკურნალობის პროცედურები მარტივია, ხოლო [[ამერიკა|ამერიკაში]], ზოგჯერ სასამართლო მოსმენის პროცედურაა საჭირო. ინგლისსა და უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტი (1983) შეიცავს დებულებას არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის შესახებ, თუმცა, იქ ახალი კანონმდებლობის შექმნაა დაგეგმილი.
  
იძულების ხერხები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა.
+
იძულების ხერხები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა. გამოცდილ ფსიქიატრს შეუძლია თავი აარიდოს ასეთი ხერხების გამოყენებას, თუ გამართავს პაციენტთან და მის ნათესავებთან მშვიდ და ტაქტიან დისკუსიას და განიხილავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არის
გამოცდილ ფსიქიატრს შეუძლია თავი აარიდოს ასეთი ხერხების გამოყენებას, თუ გამართავს პაციენტთან
+
და მის ნათესავებთან მშვიდ და ტაქტიან დისკუსიას და განიხილავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არის
+
 
ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი. თუ ამან ვერ დაარწმუნა პაციენტი და იძულებითი მკურნალობა გამართლებულია, შემდგომი საუბარი უნდა გაგრძელდეს ოჯახის წევრებთან, რათა მოპოვებულ იქნეს მათი მხარდაჭერა იძულებითი მკურნალობის თაობაზე. ოჯახის წევრებთან საუბრისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ისინი მღელვარებამ შეიპყროს და თავი დამნაშავედ იგრძნონ.
 
ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი. თუ ამან ვერ დაარწმუნა პაციენტი და იძულებითი მკურნალობა გამართლებულია, შემდგომი საუბარი უნდა გაგრძელდეს ოჯახის წევრებთან, რათა მოპოვებულ იქნეს მათი მხარდაჭერა იძულებითი მკურნალობის თაობაზე. ოჯახის წევრებთან საუბრისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ისინი მღელვარებამ შეიპყროს და თავი დამნაშავედ იგრძნონ.
  
ხაზი 14: ხაზი 11:
  
 
==== ინტერესთა კონფლიქტი იძულებითი მკურნალობის დროს ====
 
==== ინტერესთა კონფლიქტი იძულებითი მკურნალობის დროს ====
ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც, მაგ., პაციენტი უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, ხოლო
+
ინტერესთა [[კონფლიქტი]] წარმოიშობა მაშინ, როდესაც, მაგ., პაციენტი უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, ხოლო საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ მასზე ზრუნვა მისი ნათესავებისთვის ან ახლობლებისთვის ძალიან რთულია. ასეთი კონფლიქტი შეიძლება შემდეგნაირად გადაწყდეს: პაციენტზე პასუხისმგებელ ფსიქიატრს შეუძლია აწარმოოს დიალოგი ზოგადი პროფილის ექიმთან ან სხვა სპეციალისტთან, რომელიც ანგარიშვალდებულია პაციენტის მომვლელი პირების წინაშე.
საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ მასზე ზრუნვა მისი ნათესავებისთვის ან ახლობლებისთვის ძალიან რთულია.
+
ასეთი კონფლიქტი შეიძლება შემდეგნაირად გადაწყდეს: პაციენტზე პასუხისმგებელ ფსიქიატრს შეუძლია აწარმოოს დიალოგი ზოგადი პროფილის ექიმთან ან სხვა სპეციალისტთან, რომელიც ანგარიშვალდებულია პაციენტის მომვლელი პირების წინაშე.
+
  
 
==== უსაფრთხოების ზომები ====
 
==== უსაფრთხოების ზომები ====
ხაზი 26: ხაზი 21:
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში]]
 
[[კატეგორია:მკურნალობა]]
 
[[კატეგორია:მკურნალობა]]
 +
[[კატეგორია:ჯანდაცვა]]

მიმდინარე ცვლილება 23:05, 9 მარტი 2023 მდგომარეობით

ფსიქიკური აშლილობის არანებაყოფლობითი მკურნალობა - არსებობს სპეციალური იურიდიული უსაფრთხოების ზომები ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ფსიქიკური აშლილობის გამო და, რომლებიც უარს ამბობენ საჭირო მკურნალობაზე, რადგან არ აღიარებენ საკუთარ ფსიქიკურ აშლილობას. ასეთ ვითარებაში წარმოიშობა ეთიკური დილემა: მათ აქვთ თავისუფლების უფლება, მაგრამ, ასევე, საჭიროებენ მკურნალობასა და ზრუნვას, ხოლო საზოგასაზოგადოებას აქვს უფლება, იყოს დაცული.

უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს კანონები, რომლებიც იცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს და იცავს საზოგადოებას იმ შედეგებისგან, რაც მათ ფსიქიკურ აშლილობას მოჰყვება, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქიკური აშლილობის განსაზღვრება და პროცედურები განსხვავებულია. სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში არანებაყოფლობითი მკურნალობის პროცედურები მარტივია, ხოლო ამერიკაში, ზოგჯერ სასამართლო მოსმენის პროცედურაა საჭირო. ინგლისსა და უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტი (1983) შეიცავს დებულებას არანებაყოფლობითი ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის შესახებ, თუმცა, იქ ახალი კანონმდებლობის შექმნაა დაგეგმილი.

იძულების ხერხები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა. გამოცდილ ფსიქიატრს შეუძლია თავი აარიდოს ასეთი ხერხების გამოყენებას, თუ გამართავს პაციენტთან და მის ნათესავებთან მშვიდ და ტაქტიან დისკუსიას და განიხილავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი. თუ ამან ვერ დაარწმუნა პაციენტი და იძულებითი მკურნალობა გამართლებულია, შემდგომი საუბარი უნდა გაგრძელდეს ოჯახის წევრებთან, რათა მოპოვებულ იქნეს მათი მხარდაჭერა იძულებითი მკურნალობის თაობაზე. ოჯახის წევრებთან საუბრისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა ისინი მღელვარებამ შეიპყროს და თავი დამნაშავედ იგრძნონ.

სტაციონარში მოთავსების შემდეგ, აკრძალვები მინიმალური უნდა იყოს. მხოლოდ ის აკრძალვებია გამართლებული, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის და საკმარისია მკურნალობის ჩასატარებლად. თუ პაციენტის მომვლელი პერსონალი კეთილგანწყობილი, მომთმენი და მტკიცეა და, ამავე დროს, აქვს ლავირების უნარი, მალე პაციენტიც და მისი ნათესავებიც დაინახავენ, რომ იძულებით მკურნალობა მხოლოდ ოდნავ განსხვავდება ნებაყოფლობითი მკურნალობისგან და დაიწყებენ მათთან თანამშრომლობას. თუ ისინი უარს იტყვიან თანამშრომლობაზე და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მათი თანხმობის გარეშე, ექიმმა პაციენტს და მის ნათესავებს უნდა აუხსნას ამის მიზეზები და წერილობით დააფიქსიროს ისინი

ინგლისსა და უელსში არსებობს დამატებითი იურიდიული მოთხოვნები, როდესაც საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ესაჭიროება ელექტრო კონვულსიური თერაპია (ECT) და არ იძლევა ან ვერ იძლევა გაცნობიერებულ თანხმობას. ფსიქიატრმა ეს პრობლემა საფუძვლიანად უნდა განიხილოს ნათესავებთან და, ასევე, დამოუკიდებელი ფსიქიატრისგან კონსულტაცია უნდა მიიღოს. დამოუკიდებელმა ფსიქიატრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სხვა პროფესიონალებთან, რომლებსაც კონკრეტული პაციენტის მკურნალობა ეხებათ.

[რედაქტირება] ინტერესთა კონფლიქტი იძულებითი მკურნალობის დროს

ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც, მაგ., პაციენტი უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, ხოლო საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ მასზე ზრუნვა მისი ნათესავებისთვის ან ახლობლებისთვის ძალიან რთულია. ასეთი კონფლიქტი შეიძლება შემდეგნაირად გადაწყდეს: პაციენტზე პასუხისმგებელ ფსიქიატრს შეუძლია აწარმოოს დიალოგი ზოგადი პროფილის ექიმთან ან სხვა სპეციალისტთან, რომელიც ანგარიშვალდებულია პაციენტის მომვლელი პირების წინაშე.

[რედაქტირება] უსაფრთხოების ზომები

ნებისმიერი სამართლებრივი აქტი იძულებით ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე შეიცავს დებულებას, რომლის თანახმად საწყისი გადაწყვეტილება აპელაციას ექვემდებარება, რაც უსაფრთხოების გარანტიას ქმნის. სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში სხვადასხვა სააპელაციო პროცედურებია გათვალისწინებული და მკითხველებმა თავად უნდა გაარკვიონ, თუ რა რეგულაციებია იმ სამართლებრივ სისტემაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მუშაობენ.


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები