არლეკინი (კომედია დელ არტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:იტალიური თეატრი]]
 
[[კატეგორია:იტალიური თეატრი]]
 +
[[კატეგორია:თეატრალური პერსონაჟები]]

00:05, 10 მარტი 2023-ის ვერსია

პიერო და არლეკინო. სეზანი

არლეკინო — (იტალ. arlecchino), იტალიური კომედია დელ’არტეს ტრადიციული პერსონაჟი. სახე შექმნილია მსახიობ ა. განასას მიერ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში. არლეკინოს დასში ეჭირა მეორე ძანის მდგომარეობა – უბირი, გაუთლელი ტეტია, რომელიც თავისი გულუბრყვილო და სულელური გამოსვლებით, კიდევ უფრო ხლართავს კომედიის ინტრიგას ატარებდა საკერებლებით მრავალფერად აჭრელებულ კოსტიუმს, რაც ხაზს უსვამდა მის სიღარიბესაც და სიძუნწესაც.

მე-17 საუკუნის შუა წლებში, საფრანგეთში მსახიობმა დ. ბიანკოლელიმ შეცვალა არლეკინოს ხასიათიც და კოსტიუმიც. მისი შესრულებით არლეკინო იქცა პირველ ძანად – ეშმაკ, მოხერხებულ, გამჭრიახ და ენაკვიმატ ინტრიგანად, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მოქმედების განვითარებაში. არლეკინოს კოსტიუმის საკერებლები ერთმანეთს შეეწყო და მიიღო წითელი, ყვითელი და მწვანე სამკუთხედების ფორმა. მე-18 საუკუნის მსახიობმა ტ. ვივენტინიმ არლეკინოს ინტონაციაში შეიტანა პათეტიკური ელემენტი და პარიზის ბაზრობების თეატრში მოსულ მაყურებელს, სიცილთან ერთად, ცრემლიც მოჰგვარა. არლეკინოს ნიღბის მომდევნო განვითარება ხდებოდა კომედია დელ'არტეს მიღმა, მე-18-19 სს. ფრანგულ არლეკინადებში, სადაც იგი იქცა დახვეწილ მიჯნურად, პიეროს იღბლიან მეტოქედ.


Logo1.JPG არლეკინი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები