ლამურე რობერ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლამურე რობერ“ გადაიტანა გვერდზე „რობერ ლამურე“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; | ||
[[კატეგორია:დრამატურგები]] | [[კატეგორია:დრამატურგები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგული თეატრი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ფრანგი სცენარისტები]] |
[[კატეგორია: ესტრადის მომღერლები]] | [[კატეგორია: ესტრადის მომღერლები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ფრანგი მსახიობები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგული კინო]] |
11:18, 11 მაისი 2017-ის ვერსია
ლამურე რობერ - (ფრ. LAMOURET ROBERT. 1920 - 2011). ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, ესტრადის მომღერალი და სცენარისტი.
ცნობილი ფრანგი მსახიობი და კომედიოგრაფი რობერ ლამურე დაიბადა 1920 წელს პარიზში, ღარიბი მუშის ოჯახში. მამა ადრე დაკარგა და იძულებული გახდა სკოლის დაუმთავრებლად მუშაობა დაეწყო. თავიდან მუშაობდა სიტროენის (Citroën) ქარხანაში. შემდგომში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, მოგვიანებით აფრიკაშიც მოუხდა წასვლა გამომუშავებაზე. ახალგაზრდობაში თხზავდა მხიარულ და ლირიკულ სიმღერებს. 1948 წელს პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერამ „მეტრო“. იმავე წელს ლამურე თვითონ გამოდის ესტრადაზე თავისი სიმღერებისა და სატირული მონოლოგების შესრულებით. მას გულთბილად ღებულობდა პარიზის მაყურებელი. მალე თვითნასწავლ ახალგაზრდა მსახიობს იწვევენ პროფესიულ სცენაზე და კინოში. ლამურე წერს რამდენიმე კომედიასა და კინოსცენარს. 50-იან წლებში მისმა ფილმმა „მამა, დედა, მოსამსახურე და მე“ მთელი მსოფლიო მოიარა და დიდი აღიარებაც მოიპოვა.
მისი ცნობილი პიესებია: „აი, წაბლისფერთმიანიც!“ (1958 წ., თეატრი ვარიეტე), „ფრედერიკი“ (1967 წ., ედუარდ მერვეს თეატრი), „ქიში და მატი“ (1969 წ., ამბასადორის თეატრი) და სხვ. პიესა „საწვნე“ ლამურეს ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა. პირველად იგი 1971 წლის 21 სექტემბერს დაიდგა ედუარდ მერვეს თეატრში. ლამურე არა მარტო ავტორი, არამედ რეჟისორი და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელიცაა. „საწვნე“ სეზონის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
