მანიონი ოქტავ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანიონი ოქტავ“ გადაიტანა გვერდზე „ოქტავ მანიონი“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგი ფილოსოფოსები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგული თეატრი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგი მწერლები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ფრანგი ესსეისტები]] |
11:28, 11 მაისი 2017-ის ვერსია
მანიონი ოქტავ - (ფრ. Octave Mannoni 1899 - 1989) ფრანგი ფილოსოფოსი, ეთნოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და პროზაიკოსი.
ოქტავ მანიონი ჟაკ ლაკანის მიმდევარია. თავის ნაშრომებში ის ცდილობს სემიოლოგიური მიდგომისა და ფსიქოანალიზის იდეების გაერთიანებას. ყოველივე ამის საფუძვლად იყენებს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ავტორებს (მალარმე, რემბო, პრუსტი, ჰენრი ჯეიმსი, სელინჯერი და სხვანი). მანიონის აზრით, იმისათვის, რომ წარმოსახვის ნებისმიერი ნაყოფი აიხსნას, პირველ რიგში, იგი უნდა იმაზე გადაიტანო, რასაც იგი უწოდებს სხვა სცენას - სცენას აზრთა თამაშისა, სადაც მოქმედებენ აღნიშვნები.
მისი ძირითადი ნაწარმოებებია:
- „კოლონიზაციის ფსიქოლოგია“ (1950),
- „კერძო წერილები ბატონ დირექტორს“ (1951),
- „ფრეიდი“ (1968),
- „ფრეიდისტული ლიტერატურული გამონაგონნი“ (1978),
- „დასაწყისი, რომელიც არ სრულდება“ (1980),
- „ეს ხელს არ უშლის არსებობას“ (1982).
არაერთხელ გამოიცა მისი სტატიებისა თუ ლიტერატურულ ესსეთა კრებული - „გასაღებები წარმოსახვისათვის ანუ სხვა სცენა“ (1969).
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;