ნოტოედროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნოტოედროზი''' – (notoedrosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Notoedres + ბერ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
14:08, 21 მარტი 2023-ის ვერსია
ნოტოედროზი – (notoedrosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Notoedres + ბერძნ. osis დაავადება) – ძაღლის, კატის, მელიის, ბოცვერის ინვაზიური დაავადება (არაქნოზი), რომლის აღმძვრელი, Notoedres-ის გვარის ტკიპები პარაზიტობენ თავის, ზურგის, წინა და უკანა კიდურების კანის ეპიდერმისის სისქეში. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით ამთვისებელია მოზარდეული.
სიმპტომები: თავის, ყურის ნიჟარების, შუბლის, ლოყების, კისრის ზედა მესამედის კანზე წარმოიქმნება პაპულები და ვეზიკულები, რომლებიც შემდეგ ფუფხით იფარება; ვლინდება ძლიერი ქავილი; დაზიანების ადგილებში კანი სქელდება და ელასტიკურობას კარგავს. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ზურგის, ბეჭების მიდამოებში, წინა და უკანა კიდურებზე.