ბორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მწერები]] | [[კატეგორია:მწერები]] | ||
[[კატეგორია:ორფრთიანები]] | [[კატეგორია:ორფრთიანები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბორები]] | ||
14:45, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
ბორები – მწერები; მიეკუთვნებიან Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს. ვითარდებიან სრულად გარდაქმნადი ციკლით. ზრდასრულ ფაზაში არ იკვებებიან და ცოცხლობენ მათი ლარვული ფორმების მიერ ძუძუმწოვრების შინაგან ორგანოებში პარაზიტობისას დაგროვილი საკვები ნივთიერებებით. ბორები კვერცხმდებლები და ცოცხალმშობებია. ისინი წარმოდგენილია სამი ოჯახით:
Hypodermatidae – კანქვეშა ბორები (აერთიანებს გვარებს: Hypoderma, Oedemagena და Crivellia);
Oestridae – ცხვირ-ხახის ბორები (აერთიანებს გვარებს: Oestrus, Cephenomyia, Rhinoestrus და Cephalopina) და
Gastrophilidae – კუჭის ბორები (ოჯახში ერთი გვარია – Gastrophilus).