გამოცანების თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია:თეატრალური | + | [[კატეგორია:თეატრალური ჟანრები]] |
14:51, 24 აპრილი 2023-ის ვერსია
გამოცანების თეატრი – გამოცანების ამოხსნის სანახაობა, ორიგინალური თეატრალური ჟანრი, რომელმაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე მოაღწია „ნაღლის“ სახელწოდებით. ამ თეატრის ვრცელი აღწერილობა აქვს იოსებ გრიშაშვილს. მგოსნები აიღებდნენ რომელიმე ამბავს, გალექსავდნენ, შემდეგ შეურჩევდნენ სხვადასხვა ხმებს, კილოებს და შემდეგ კითხვა-მიგებით წარმოადგენდნენ. ასეთი წარმოდგენები იმართებოდა მინდორში ან მოედანზე. ყაფანი (ადგილი ბაზარში) წარმოადგენდა სცენას, აშუღები – არტისტებს; ხალხი ძირს იყო გაშლიღი, მომღერლები იდგნენ მაღლობ ადგილას. ნაღლის დიდძალი მაყურებელი ჰყავდა. მოქალაქეები ადგილის დასაჭერად ადრევე მოდიოდნენ მოედანზე, სადაც ისმენდნენ აზრებს კაცთმოყვარეობაზე, პატიოსნებაზე, ერთობასა და სიყვარულზე.