მირაკლი
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მირაკლი''' − შუა საუკუნეების რელიგიური | + | '''მირაკლი''' − (ფრანგ. miracle < გვიანლათ. miraculum – სასწაული), შუა საუკუნეების რელიგიური თეატრის ჟანრი, დაწერილი ლექსად, აგებული ქალწულ მარიამის ან [[წმინდანები|წმინდანის]] მიერ განხორციელებულ სასწაულებზე. განვითარებული ფორმები შეიძინა მე-13 საუკუნეში [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. მე-14 საუკუნიდან გავრცელდა მთელ დასავლეთ [[ევროპა]]ში. ქადაგებდა ქრისტიანულ მორალს, ასახავდა ციურ ძალთა მონაწილეობას ადამიანების ცხოვრებაში, როცა სიკეთე სიკეთითვე გადაიხდება, ბოროტება კი მკაცრად ისჯება. |
+ | |||
+ | ამ ჟანრის პირველი ცნობილი ნაწარმოებია „თამაში წმინდა ნიკოლოზის შესახებ“ (1200), რომელიც ეკუთვნის ფრანგ ტრუვერს ჟან ბოდელს და სიუჟეტურად დაკავშირებულია ჯვაროსნების მოძრაობასთან (12-13 სს.). გმირის შინაგანი განცდებია გადმოცემული ტრუვერ რიუტბიოფის ნაწარმოებში „მირაკლი თეოფილეზე“ (1261). მოგვიანებით მირაკლში შევიდა საერო მოტივებიც. ინგლისში ტერმინით „მირაკლი” აღინიშნებოდა [[მისტერია]]. ესპანეთში მირაკლი ახლოს იდგა [[აუტო]]სთან. ეს ჟანრი გამოყენებულ იქნა ახალი დროის ესპანელი დრამატურგების – ლოპე დე ვეგას, ტირსო დე მოლინას, პ. კალდერონის მიერ. მე-17-18 სს. მირაკლი კანონიკური სახით შენარჩუნებულ იქნა იეზუიტების სასკოლო თეატრებში. | ||
+ | |||
+ | მე-19 ს. დამლევს და მე-20 ს. დასაწყისში სიმბოლისტებმა აღადგინეს მირაკლის ჟანრი. მის მიმართ დიდი ინტერესი გაამჟღავნეს სხვადასხვა მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა. | ||
ხაზი 6: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური დრამა]] | [[კატეგორია:რელიგიური დრამა]] | ||
[[კატეგორია:დრამა]] | [[კატეგორია:დრამა]] | ||
+ | [[კატეგორია:თერატრალური ჟანრი]] |
14:56, 24 აპრილი 2023-ის ვერსია
მირაკლი − (ფრანგ. miracle < გვიანლათ. miraculum – სასწაული), შუა საუკუნეების რელიგიური თეატრის ჟანრი, დაწერილი ლექსად, აგებული ქალწულ მარიამის ან წმინდანის მიერ განხორციელებულ სასწაულებზე. განვითარებული ფორმები შეიძინა მე-13 საუკუნეში საფრანგეთში. მე-14 საუკუნიდან გავრცელდა მთელ დასავლეთ ევროპაში. ქადაგებდა ქრისტიანულ მორალს, ასახავდა ციურ ძალთა მონაწილეობას ადამიანების ცხოვრებაში, როცა სიკეთე სიკეთითვე გადაიხდება, ბოროტება კი მკაცრად ისჯება.
ამ ჟანრის პირველი ცნობილი ნაწარმოებია „თამაში წმინდა ნიკოლოზის შესახებ“ (1200), რომელიც ეკუთვნის ფრანგ ტრუვერს ჟან ბოდელს და სიუჟეტურად დაკავშირებულია ჯვაროსნების მოძრაობასთან (12-13 სს.). გმირის შინაგანი განცდებია გადმოცემული ტრუვერ რიუტბიოფის ნაწარმოებში „მირაკლი თეოფილეზე“ (1261). მოგვიანებით მირაკლში შევიდა საერო მოტივებიც. ინგლისში ტერმინით „მირაკლი” აღინიშნებოდა მისტერია. ესპანეთში მირაკლი ახლოს იდგა აუტოსთან. ეს ჟანრი გამოყენებულ იქნა ახალი დროის ესპანელი დრამატურგების – ლოპე დე ვეგას, ტირსო დე მოლინას, პ. კალდერონის მიერ. მე-17-18 სს. მირაკლი კანონიკური სახით შენარჩუნებულ იქნა იეზუიტების სასკოლო თეატრებში.
მე-19 ს. დამლევს და მე-20 ს. დასაწყისში სიმბოლისტებმა აღადგინეს მირაკლის ჟანრი. მის მიმართ დიდი ინტერესი გაამჟღავნეს სხვადასხვა მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა.