პაროდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პაროდია''' – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პაროდია''' – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ლიტერატურული ჟანრი, ნაწარმოები, სადაც ხელოვნების რომელიმე მოვლენა კომიკურად ან სატირულად, ახლებურადაა გააზრებული.
+
'''პაროდია''' – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ლიტერატურული ჟანრი, ნაწარმოები, სადაც ხელოვნების რომელიმე მოვლენა კომიკურად ან სატირულად, ახლებურადაა გააზრებული. პაროდიის თემად შესაძლოა იქცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ყოფითი ან სხვა ცხოვრებისეული მოვლენა. პაროდია [[კომედია|კომედიის]], სატირის თავისებური განტოტებაა. მას უნარი შესწევს მოვლენაში თუ ადამიანში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნაკლი ან ხარვეზი აღმოაჩინოს. იგი შესაძლოა იყოს მსუბუქი, კეთილი ღიმილის მომგვრელი. მაგრამ შეიძლება იყოს გამკილავი და გამანადგურებელიც კი.
 +
 
 +
ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პაროდიის ხერხს მიმართა არისტოფანემ („ღრუბლები“ პაროდია სოფისტებზე და სოკრატეზე; „ქალები ფესმოფორიების დღესასწაულზე“, „ბაყაყები“ – პაროდია ევრიპიდეს ტრაგედიებზე). მე-17-18 ს. ინგლისში პაროდიის ჟანრში დაიწერა პიესები „მოგიზგიზე ბუტკოს რაინდი“ (ბომონტი და ფლეტჩერი, 1607 წ.) ჯ. ჰეივუდის პიესაზე „ოთხი ლონდონელი შეგირდი“; ჯ. ბეკინგემის „რეპეტიცია“ – პაროდია ჯ. დრაიდენის ჰეროიკულ [[დრამა]]ზე (1671); ფილდინგის „ტრაგედიათა ტრაგედია, ანუ სიცოცხლე და სიკვდილი დიადი ერთი ციდა ბიჭისა“ (1730) და შერიდაის „კრიტიკოსი“ (1779) – იმ დროის დრამატურგიის ზოგიერთ მოვლენებზე. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შეიქმნა მრავალრიცხოვანი პაროდიები პარიზის თეატრში „კომედი იტალიენი“ და [[ბაზრობის თეატრი|ბაზრობის თეატრებში]], მათ შორის: სკობინის „უაზრო ჩხუბი ანუ „ანდრომაქეს“ კრიტიკა“ (1668), პირონის „ოიდიპოსი უკუღმა“ (1718), „ბოლუსი“ (1731) – პაროდია ვოლტერის ტრაგედიებზე „ოიდიპოსი“ და „ბრუტოსი“, პლატენის „საბედისწერო ჩანგალი“ (1826), „რომანტიკული ოიდიპოსი“ (1829) – პაროდია, სადაც გამასხრებულია „[[ბედისწერის ტრაგედია]]“.
  
პაროდია – კომედიის, სატირის თავისებური განშტოებაა. დასცინის რა ამა თუ იმ მოვლენას, პაროდია იწვევს ირონიულ, კრიტიკულ ან უარყოფითს დამოკიდებულებას მის მიმართ. პაროდია როგორც მხატვრული პოლემიკისა და კრიტიკის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება, ფართოდ გამოიყენებოდა დრამატურგიასა და [[თეატრი|თეატრში]], ჯერ კიდევ ძველ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]]. პაროდია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ცირკში, თოჯინების თეატრსა და ესტრადაზე.
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]

14:58, 1 მაისი 2023-ის ვერსია

პაროდია – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ლიტერატურული ჟანრი, ნაწარმოები, სადაც ხელოვნების რომელიმე მოვლენა კომიკურად ან სატირულად, ახლებურადაა გააზრებული. პაროდიის თემად შესაძლოა იქცეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ყოფითი ან სხვა ცხოვრებისეული მოვლენა. პაროდია კომედიის, სატირის თავისებური განტოტებაა. მას უნარი შესწევს მოვლენაში თუ ადამიანში ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნაკლი ან ხარვეზი აღმოაჩინოს. იგი შესაძლოა იყოს მსუბუქი, კეთილი ღიმილის მომგვრელი. მაგრამ შეიძლება იყოს გამკილავი და გამანადგურებელიც კი.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პაროდიის ხერხს მიმართა არისტოფანემ („ღრუბლები“ პაროდია სოფისტებზე და სოკრატეზე; „ქალები ფესმოფორიების დღესასწაულზე“, „ბაყაყები“ – პაროდია ევრიპიდეს ტრაგედიებზე). მე-17-18 ს. ინგლისში პაროდიის ჟანრში დაიწერა პიესები „მოგიზგიზე ბუტკოს რაინდი“ (ბომონტი და ფლეტჩერი, 1607 წ.) ჯ. ჰეივუდის პიესაზე „ოთხი ლონდონელი შეგირდი“; ჯ. ბეკინგემის „რეპეტიცია“ – პაროდია ჯ. დრაიდენის ჰეროიკულ დრამაზე (1671); ფილდინგის „ტრაგედიათა ტრაგედია, ანუ სიცოცხლე და სიკვდილი დიადი ერთი ციდა ბიჭისა“ (1730) და შერიდაის „კრიტიკოსი“ (1779) – იმ დროის დრამატურგიის ზოგიერთ მოვლენებზე. საფრანგეთში შეიქმნა მრავალრიცხოვანი პაროდიები პარიზის თეატრში „კომედი იტალიენი“ და ბაზრობის თეატრებში, მათ შორის: სკობინის „უაზრო ჩხუბი ანუ „ანდრომაქეს“ კრიტიკა“ (1668), პირონის „ოიდიპოსი უკუღმა“ (1718), „ბოლუსი“ (1731) – პაროდია ვოლტერის ტრაგედიებზე „ოიდიპოსი“ და „ბრუტოსი“, პლატენის „საბედისწერო ჩანგალი“ (1826), „რომანტიკული ოიდიპოსი“ (1829) – პაროდია, სადაც გამასხრებულია „ბედისწერის ტრაგედია“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები