საშინელებათა ტრაგედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''„საშინელებათა ტრაგედია“''' – იტალიური თეატრისა და დრამატურ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''„საშინელებათა ტრაგედია“''' – იტალიური თეატრისა და დრამატურგიის ჟანრი | + | '''„საშინელებათა ტრაგედია“''' – XVI საუკუნის იტალიური თეატრისა და დრამატურგიის [[ჟანრი]]. აღმოცენდა სენეკას შემოქმედების გავლენით. მასში ასახული იყო ბოროტი ვნებანი, მხეცური სისასტიკეები; [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]] აღსავსე იყო მკვლელობათა სისხლიანი სცენებით. |
+ | |||
+ | „საშინელებათა ტრაგედიას“ საფუძვლად ედო პირქუში ცხოვრებისეული ფილოსოფია ბედის ცვალებადობის, ბედნიერების სწრაფწარმავლობის, ყოველივე არსებულის ამაოების შესახებ. იგი გამსჭვალული იყო რელიგიური თავშესაფრის ძიებით. „საშინელებათა ტრაგედიის“ ნიმუშებია – ჯირალდი ჩინტიოს „ორბეკა“ (1541), სპერონის „კანაკა“ (1542), დოლჩეს „მარიანა“ (1565), გროტოს „დალიდა“ (1572). | ||
ხაზი 6: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:იტალიური თეატრი]] | [[კატეგორია:იტალიური თეატრი]] | ||
+ | [[კატეგორია:დრამატურგიის ჟანრები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:14, 4 მაისი 2023 მდგომარეობით
„საშინელებათა ტრაგედია“ – XVI საუკუნის იტალიური თეატრისა და დრამატურგიის ჟანრი. აღმოცენდა სენეკას შემოქმედების გავლენით. მასში ასახული იყო ბოროტი ვნებანი, მხეცური სისასტიკეები; პიესები აღსავსე იყო მკვლელობათა სისხლიანი სცენებით.
„საშინელებათა ტრაგედიას“ საფუძვლად ედო პირქუში ცხოვრებისეული ფილოსოფია ბედის ცვალებადობის, ბედნიერების სწრაფწარმავლობის, ყოველივე არსებულის ამაოების შესახებ. იგი გამსჭვალული იყო რელიგიური თავშესაფრის ძიებით. „საშინელებათა ტრაგედიის“ ნიმუშებია – ჯირალდი ჩინტიოს „ორბეკა“ (1541), სპერონის „კანაკა“ (1542), დოლჩეს „მარიანა“ (1565), გროტოს „დალიდა“ (1572).