აპია ადოლფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აპია ადოლფ“ გადაიტანა გვერდზე „ადოლფ აპია“) |
14:03, 19 მაისი 2023-ის ვერსია
ადოლფ აპია – (1862-1928), შვეიცარიელი მუსიკოსი, მხატვარი და თეატრის თეორეტიკოსი, ვაგნერის მუსიკალური დრამის იდეების გამტარებელი. სპექტაკლის გაფორმებას უქვემდებარებდა მსახიობის ინტერესებს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ჩრდილების წარმომშობ სცენურ განათებას, აბსტრაქტულ, პირობით დეკორაციას. დიდ ყურადღებას უთმობდა რიტმის პრობლემას, სიმბოლისტურ ტენდენციებს, რაც აისახა მის თეორიულ ნაშრომებში: „ვაგნერისეული დრამის სცენური განხორციელება“, „მუსიკა და მისი სცენური განხორციელება“.