გრილპარცერი ფრანც
(ახალი გვერდი: ფრანც გრილპარცერი '''ფრანც გრილპარცერი''' (...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრილპარცერი ფრანც“ გადაიტანა გვერდზე „ფრანც გრილპარცერი“) |
13:00, 29 მაისი 2023-ის ვერსია
ფრანც გრილპარცერი (გერმ. Franz Grillparzer, 1791-1872), ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, თეატრის მკვლევარი.
ფრანც გრილპარცერი ადვოკატ მენზელ გრილპარცერის და მისი მეუღლის მარიანას უფროსი ვაჟი იყო. 1807-1811 წლებში იგი სწავლობდა ქალაქ ვენაში სამართალს. 1813 წელს დაიწყო მუშობა საჯარო სამსახურში, 1847 წელს იგი გახდა მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი პირველი წევრი. 1856 წელს გავიდა პენსიაზე.
მისი პიესები გამოირჩეოდა დრამატული ფორმების მრავალფეროვნებით (ბედისწერის ტრაგედია, ისტორიული ტრაგედია, დრამა-ზღაპარი, დრამატული პოემა, კომედია). პიესები: „დედათმთავარი“, ტრაგედია „საფო“, ტრილოგია „ოქროს საწმისი“, ტრაგედია „ზღვისა და სიყვარულის ტალღები“, ისტორიული ტრაგედია „მეფე ოტოკარის ბედნიერება და დაღუპვა“, ტრაგედია „თავისი ბატონის ერთგული მსახური“, ისტორიული კომედია „ვაი მას, ვინც ტყუის“ და სხვ.