ბრუკი პიტერ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიტერ ბრუკი“ გადაიტანა გვერდზე „ბრუკი პიტერ“ გადამისამართება...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Piter bruki.JPG|thumb|120პქ|პიტერ ბრუკი]] | ||
'''პიტერ ბრუკი''' – (''ინგლ.'' Peter Stephen Paul Brook, 1925–2022) – ინგლისელი რეჟისორი. | '''პიტერ ბრუკი''' – (''ინგლ.'' Peter Stephen Paul Brook, 1925–2022) – ინგლისელი რეჟისორი. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 8: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ინგლისელი რეჟისორები]] | [[კატეგორია:ინგლისელი რეჟისორები]] | ||
| + | [[კატეგორია:რეჟისორები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:18, 29 მაისი 2023 მდგომარეობით
პიტერ ბრუკი – (ინგლ. Peter Stephen Paul Brook, 1925–2022) – ინგლისელი რეჟისორი.
დაიბადა ლატვიელი ემიგრანტების ოჯახში. სწავლობდა ვესტმისტერის სკოლაში, რომელიც წარმატებიით დაამთავრა. ბავშვობიდან გატაცებული იყო ლიტერატურითა და პოეზიით, წერდა ლექსებს. სამსახიობო ოსტატობა შეისწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა 1943 წ. ლონდონის თეატრში „ტორჩი“. 1943 წელს გადაიღო ფილმი ქრისტოფერ მარლოს „დოქტორი ფაუსტის“ მიხედვით. შემდგომ მუშაობა განაგრძო „ბირმინგემის სარეპერტუარო თეატრში“, ერთდროულად თანამშრომლობდა სხვა თეატრებთანაც. განახორციელა შექსპირის პიესების დადგმები მემორიალურ თეატრში (სტრადფორტ-ონ-ეივონ). 1955 წ. დადგა „ჰამლეტი“, 1964 წელს კი – „მეფე ლირი“. 1968 წელს ჟან ლუი ბაროს მიერ მიწვეულ იქნა პარიზში, სადაც დაარსა თეატრის საერთაშორისო ცენტრი და განახორციელა ექსპერიმენტალური დადგმა „მაჰაბჰარატა“. 1971-1974 წწ. მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1974 წლიდან გადადის პარიზში და ხელმძღვანელობს საერთაშორისო თეატრალურ ექსპერიმენტულ სტუდიას. მისი სარეჟისორო ხელწერა გამოირჩევა სტილური მრავალფეროვნებით, თეატრალური აზროვნების უნივერსალობით. ავტორია წიგნებისა „ცარიელი სივრცე“, „მოხეტიალე წერტილი“ „მოწყენილობა ეს არის ეშმაკი“, „დროის ძაფები“.