დინგელშტედტი ფრანც ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფრანც ფონ დინგელშტედტი''' – (1814-1881), გერმანელი მწერალი, დრამატუ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დინგელშტედტი ფრანც ფონ“ გადაიტანა გვერდზე „[[ფრანც ფონ დინგელშტ...)

14:53, 29 მაისი 2023-ის ვერსია

ფრანც ფონ დინგელშტედტი – (1814-1881), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე.

1846 წ. მუშაობა დაიწყო შტუტგარტის სასახლისკარის თეატრში, დაწერა პიესა „ბარნევალდტის სახლი“. 1851 წლიდან ხელმძღვანელობდა სასახლისკარის თეატრს მიუნხენში, სადაც დადგა სპექტაკლები გოეთეს, შილერის, ლესინგის (და სხვ.) პიესების მიხედვით. ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ იმ დროის გამოჩენილი გერმანელი მსახიობები. 1857 წ. სათავეში ჩაუდგა ვაიმარის სასახლისკარის თეატრს, სადაც დადგა შექსპირის პიესები. 1867 წ იგი გახდა ოპერის თეატრის დირექტორი, 1870 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა დირექტორად ვენის „ბურგთეატრში“, სადაც დადგა გოეთეს, კლაისტის, გრილპარცერის პიესები. მის მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მე-19 საუკუნის გერმანული და ავსტრიული თეატრისათვის. იგი ითვლება მეინინგელების წინამორბედად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები