სარიშვილი გიგლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარიშვილი გიგლა“ გადაიტანა გვერდზე „გიგლა სარიშვილი“)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სარიშვილი გიგლა''' – (1938 – 1994), ქართველი მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს [[ესქილე]]ს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“,
+
[[ფაილი:Gigla sarishvili.JPG|thumb|გიგლა სარიშვილი]]
„[[შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ესქილე)|შვიდთა ლაშქრობა თებეზე]]“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.
+
'''სარიშვილი გიგლა''' – (1938 – 1994), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი.  დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო [[ეზოპე]]ს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს [[ესქილე]]ს დრამები „[[მავედრებელი ქალები|მავედრებელნი]]“, „სპარსელნი“, „[[შვიდნი თებეს წინააღმდეგ (ესქილე)|შვიდთა ლაშქრობა თებეზე]]“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.
  
  

მიმდინარე ცვლილება 14:29, 30 მაისი 2023 მდგომარეობით

გიგლა სარიშვილი

სარიშვილი გიგლა – (1938 – 1994), ქართველი მთარგმნელი. დაიბადა სოფელ გულიანში (ლანჩხუთი). 1965 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი; ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა თარგმანებზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ეზოპეს „იგავ-არაკებისა“ და ჰელიოდორეს „ეთიოპიკის“ თარგმნა. მისი თარგმნილი ეზოპე 1968 წელს დაიბეჭდა და დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. სხვადასხვა დროს მას თარგმნილი აქვს ესქილეს დრამები „მავედრებელნი“, „სპარსელნი“, „შვიდთა ლაშქრობა თებეზე“, „მიჯაჭვული პრომეთე“, „ორესტეა“ , ევრიპიდეს „იფიგენია ივლისში”. 1987 წ გამოვიდა მისი „ლიტერატურული წერილები“, ხოლო „ანტიკური ლირიკა” – 1988 წელს, ძველი ბერძნული პოეზიის ანთოლოგია.


საფო, ჰერას
თარგმნა გიგლა სარიშვილმა
ძილში მეახლა საკვირველი ხატება შენი,
დედუფალო ჰერა, შენი მშვიდი ხატება,
ვითარცა იგი ეზმანათ ერთხელ
ძმათა ატრიდთა...
როს აღასრულეს მათ არესის საქმე საგმირო,
ვერ განეშორნენ
სკამანდროსის ხმიან ნაპირებს,
ვერ მიაშურეს სასურველ არგოსს,
შორი გზით მავალს,
ვიდრე მხურვალედ არ ილოცეს,
დედაო, შენთვის,
დიდი ზევსისთვის და აგრეთვე მლაღობელ
ღმერთის – თეონეს ძისთვის.
უწინდებურად ახლაც გწირავენ
წმინდა საწირავს და უნაზესს
გიქსოვენ პეპლოსს ტურფა ასულნი და
აჯიღით მოსავენ ეგრეთ
შენს უჭკნობ სახეს, დედუფალო ჰერა!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები