ელიოტი ტომაზ სტერნზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ტომაზ სტერნზ ელიოტი''' – (''...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელიოტი ტომაზ სტერნზ“ გადაიტანა გვერდზე „ტომაზ სტერნზ ელიოტი“)

15:25, 30 მაისი 2023-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

ტომაზ სტერნზ ელიოტი – (ინგლ. Thomas Stearns Elio, 1888-1965), ინგლისელი პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე. თავის კრიტიკულ შრომებში ასაბუთებდა პოეტური დრამის აღორძინების აუცილებლობას დაწერა დრამა ლექსად „მკვლელობა ტაძარში“, რომელმაც იქონია დიდი გავლენა ევროპის თანადროულ ფილოსოფიურ-ალეგორიულ დრამატურგიაზე. მის პიესებში ფსიქოლოგიური კონფლიქტები განხილულია კათოლიციზმის დოქტრინის პოზიციებიდან. მათში შეთავსებულია ანტიკური ტრაგედიის პოეტიკა და სალონური დრამატურგიის ელემენტები: „ოჯახური შეკრება“, „საღამოს წვეულება კოქტეილით“, „სანდო პირი“, „პატივცემული მაღალჩინოსანი“. ამ პიესების ძირითადი თემებია: ძველი ცოდვების გამოსყიდვა, მისტიკური ბედისწერა, ობივატელის სულიერი სიცარიელე. მის პიესებში ლექსად დაწერილი დიალოგები ინტონაციურად მიახლოებულია სალაპარაკოსთან, ენა ასკეტურია, მოკლებულია მეტაფორულობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები