მოდენა გუსტავო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: გუსტავო მოდენა '''გუსტავო მოდენა''' − (''იტ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოდენა გუსტავო“ გადაიტანა გვერდზე „გუსტავო მოდენა“) |
12:10, 5 ივნისი 2023-ის ვერსია
გუსტავო მოდენა − (იტალ. Gustavo Modena, 1803-1861), იტალიელი მსახიობი, თეატრალური პედაგოგი.
1824 წელს შედგა მისი დებიუტი ვენეციის პროფესიონალურ თეატრში. თავისი შემოქმედების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშიც იმყოფებოდა რისორჯიმენტოს (სიტყვასიტყვ. – აღორძინება) მოღვაწეთა იდეების გავლენის ქვეშ, მათთან ერთად იბრძოდა ავსტრიელების ჩაგვრისაგან იტალიის გასათავისუფლებლად. მისი სცენური შემოქმედება აღსავსე იყო გმირულ-რომანტიკული შემართებით, მამხილებლური პათოსით, თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ სწრაფვით. იგი იყო ბრწყინვალე პედაგოგიც. მისი აღზრდილები არიან ა. რისტორი, ე. როსი, ტ. სალვინი. მან გამოავლინა ლ. ბელოტი-ბონის არაჩვეულებრივი კომედიური ნიჭი.