მოდენა გუსტავო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოდენა გუსტავო“ გადაიტანა გვერდზე „გუსტავო მოდენა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გუსტავო მოდენა“ გადაიტანა გვერდზე „მოდენა გუსტავო“ გადამისამ...)

12:11, 5 ივნისი 2023-ის ვერსია

გუსტავო მოდენა

გუსტავო მოდენა − (იტალ. Gustavo Modena, 1803-1861), იტალიელი მსახიობი, თეატრალური პედაგოგი.

1824 წელს შედგა მისი დებიუტი ვენეციის პროფესიონალურ თეატრში. თავისი შემოქმედების ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშიც იმყოფებოდა რისორჯიმენტოს (სიტყვასიტყვ. – აღორძინება) მოღვაწეთა იდეების გავლენის ქვეშ, მათთან ერთად იბრძოდა ავსტრიელების ჩაგვრისაგან იტალიის გასათავისუფლებლად. მისი სცენური შემოქმედება აღსავსე იყო გმირულ-რომანტიკული შემართებით, მამხილებლური პათოსით, თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ სწრაფვით. იგი იყო ბრწყინვალე პედაგოგიც. მისი აღზრდილები არიან ა. რისტორი, ე. როსი, ტ. სალვინი. მან გამოავლინა ლ. ბელოტი-ბონის არაჩვეულებრივი კომედიური ნიჭი.







წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები