ნევიუსი გნეუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გნეუს ნევიუსი''' − (''ლათ.'' Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნევიუსი გნეუს“ გადაიტანა გვერდზე „გნეუს ნევიუსი“) |
12:58, 5 ივნისი 2023-ის ვერსია
გნეუს ნევიუსი − (ლათ. Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. შექმნა ახალი ჟანრი დრამატული პოეზიის სფეროში ე.წ. პრეტექსტა (ტრაგედია ძველრომაულ სიუჟეტზე). ცნობილია მისი პრეტექსტების ორი სახელწოდება: „რომული“ – რომის დაარსების ლეგენდის მიხედვით და „კლასტიდიუსი“ – გალებთან ომის (222 ძვ.წ.) ამსახველ თემაზე. წერდა, აგრეთვე, კომედიებსაც. ბერძნული ორიგინალების დამუშავების დროს პირველმა გამოიყენა კონტამინაციის ხერხი. მის კომედიებში მრავლად იყო პოლიტიკური თავდასხმები. მისი თხზულებების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.