ფაბლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფაბლიო''' – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ფაბლიო''' – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), მცირე ზომის გალექსილი კომიკური ან სატირული ამბავი მე-12-14 საუკუნეების ფრანგულ ლიტერატურაში. | '''ფაბლიო''' – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), მცირე ზომის გალექსილი კომიკური ან სატირული ამბავი მე-12-14 საუკუნეების ფრანგულ ლიტერატურაში. | ||
| − | შემონახულია დაახლოებით 150 ფაბლიო. მათი უმრავლესობა ანონიმურია. ფაბლიოს წერდნენ ცნობილი პოეტებიც (მაგ. რიუტბიოფი). ფაბლიოში უხეშნარევი იუმორი (ფაბლიო ენათესავება [[ფარსი|ფარსს]]) მიერთებულია ზნეობრივ დამრიგებლობასთან. მისი მთავარი კომიკური [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] არიან: ავხორცი [[მღვდელი|მღვდლები]] და [[ბერი|ბერები]], რქადადგმული ქმრები, უბირი გლეხები. ფაბლიომ მოახდინა ზეგავლენა რენესანსული ნოველის ფორმირებაზე (ჯ. ბოკაჩო და სხვ.). მოგვიანებით, ფაბლიოს სიუჟეტები და სტილისტური თავისებურებები გამოიყენეს ჟ. ლაფონტენმა, მოლიერმა, ბალზაკმა, ა. ფრანსმა. | + | შემონახულია დაახლოებით 150 ფაბლიო. მათი უმრავლესობა ანონიმურია. ფაბლიოს წერდნენ ცნობილი პოეტებიც (მაგ. [[რიუტბიოფი]]). ფაბლიოში უხეშნარევი იუმორი (ფაბლიო ენათესავება [[ფარსი|ფარსს]]) მიერთებულია ზნეობრივ დამრიგებლობასთან. მისი მთავარი კომიკური [[პერსონაჟი|პერსონაჟები]] არიან: ავხორცი [[მღვდელი|მღვდლები]] და [[ბერი|ბერები]], რქადადგმული ქმრები, უბირი გლეხები. ფაბლიომ მოახდინა ზეგავლენა რენესანსული ნოველის ფორმირებაზე (ჯ. ბოკაჩო და სხვ.). მოგვიანებით, ფაბლიოს სიუჟეტები და სტილისტური თავისებურებები გამოიყენეს ჟ. ლაფონტენმა, მოლიერმა, ბალზაკმა, ა. ფრანსმა. |
16:31, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
ფაბლიო – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), მცირე ზომის გალექსილი კომიკური ან სატირული ამბავი მე-12-14 საუკუნეების ფრანგულ ლიტერატურაში.
შემონახულია დაახლოებით 150 ფაბლიო. მათი უმრავლესობა ანონიმურია. ფაბლიოს წერდნენ ცნობილი პოეტებიც (მაგ. რიუტბიოფი). ფაბლიოში უხეშნარევი იუმორი (ფაბლიო ენათესავება ფარსს) მიერთებულია ზნეობრივ დამრიგებლობასთან. მისი მთავარი კომიკური პერსონაჟები არიან: ავხორცი მღვდლები და ბერები, რქადადგმული ქმრები, უბირი გლეხები. ფაბლიომ მოახდინა ზეგავლენა რენესანსული ნოველის ფორმირებაზე (ჯ. ბოკაჩო და სხვ.). მოგვიანებით, ფაბლიოს სიუჟეტები და სტილისტური თავისებურებები გამოიყენეს ჟ. ლაფონტენმა, მოლიერმა, ბალზაკმა, ა. ფრანსმა.