როსი ერნესტო
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როსი ერნესტო“ გადაიტანა გვერდზე „ერნესტო როსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერნესტო როსი“ გადაიტანა გვერდზე „როსი ერნესტო“ გადამისამართე...) |
16:52, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
ერნესტო როსი – (იტლ. Ernesto Rossi, 1827-1896), იტალიელი მსახიობი. მისი სამსახიობო ბედი და ნიჭის გაფურჩქვნა დიდად განაპირობა გ. მოდენასთან შეხვედრამ, რომლის დასში მან ითამაშა თავისი საუკეთესო როლები. განსაკუთრებული იყო მისი წამატება ვ. ალფიერის ტრაგედიებში. 1855 წ. იგი მუდმივად გასტროლებზე იმყოფება. მის რეპერტუარში შედიოდა როლები რომანტიკული დრამატურგიიდან. ითამაშა შექსპირული როლები, რომელთაგან გამორჩეული იყო ჰამლეტი. იგი იდეალურად ფლობდა შინაგან სამსახიობო ტექნიკას, თამაშობდა უბრალოდ, დახვეწილი ლირიზმით, პლასტიკური გამომსახველობით დაწერა მემუარები „არტისტული ცხოვრების 40 წელი“, სადაც საფუძვლიანად გააანალიზა თავისი ძირითადი როლები. იგი ავტორია პიესებისა „ადელი“ და „ჯარისკაცის ლოცვა“. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „ეტიუდები დრამატული ხელოვნების შესახებ“.