როსტანი ედმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ედმონ როსტანი '''ედმონ როსტანი''' − (ფრანგ. ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როსტანი ედმონ“ გადაიტანა გვერდზე „ედმონ როსტანი“) |
16:57, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
ედმონ როსტანი − (ფრანგ. Edmond Eugène Alexis Rostand, 1868-1918), ფრანგი პოეტი და დრამატურგი. 1888-91 წლებში დაწერა ვოდევილები „წითელი ხელთათმანი“, „ორი პიერო ანუ თეთრი ვახშამი“. როგორც ავტორს აღიარება მოუტანა ლექსად დაწერილმა კომედიამ „რომანტიკოსები“. 1895 წ. სარა ბერნარმა ითამაშა მთავარი როლი მის პიესაში „ოცნების პრინცესა“. ამ გამოჩენილი მსახიობისთვის მან დაწერა პიესა „სამარიტელი ქალი“. მისი შემოქმედების მწვერვალია პიესა „სირანო დე ბერჟერაკი“. ჰიუგოს მიმდევარი, იგი წარმოჩინდა როგორც ნეორომანტიკოსი. მისი დრამატურგიისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, რომანტიკული ანტითეზები, კონტრასტები, სცენური მოქმედების დინამიკა.