სენეკა ლუციუს ანეუსი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სენეკა ლუციუს ანეუსი“ გადაიტანა გვერდზე „ლუციუს ანეუს სენეკა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუციუს ანეუს სენეკა“ გადაიტანა გვერდზე „სენეკა ლუციუს ანეუსი...) |
12:50, 7 ივნისი 2023-ის ვერსია
ლუციუს ანეუს სენეკა − (ლათ. Lucius Annaeus Sĕnĕca minor, დაახლოებით ძვ.წ.აღ. 4 - ახ.წ.აღ. 65 წ.წ.), ძველრომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი.
ტრაგედიები: „აგამემნონი“, „ჰერაკლე ეთეისელი“, „ჰერაკლე შეშლილი“, „მედეა“, „ფედრა“, „ოიდპოსი“, „ფიესტი“, „ტროელი ქალები“, „ფინიკიელი ქალები“. ტრაგედია „ოქტავია“, როგორც ჩანს, დაწერილი მისი მიმბაძველის მიერ, არის პრეტექსტას ერთადერთი შემონახული ნიმუში. სენეკას ტრაგედიები შექმნილია ძველბერძნული ტრაგედიების მოტივებზე და მასალაზე. მათში დაცულია ადგილის, დროის და მოქმედების ერთიანობა, მონაწილეობს ქორო.
ფილოსოფიური შეხედულებებით იგი ეკუთვნის სტოიკოსების სკოლას; ასკეტური მორალის ქადაგება და მონოთეიზმის იდეები, რაც მოცემულია მის ტრაქტატებში და წერილებში, გამოსჭვივის მის დრამატურგიაშიც. მისი ტრაგედიების თავისებურებაა – ჩაღრმავებული ფსიქოლოგიზმი, მიდრეკილება პათოლოგიისაკენ. პერსონაჟების მეტყველება აღსავსეა აფორიზმებით და სენტენციებით, ხშირად შეიცავს პოლიტიკურ მინიშნებებს, სტოიციზმის დებულებებს. მისი ტრაგედიები იყო ანტიკური დრამატურგიის პირველი ცნობილი ნიმუშები, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროპული დრამატურგიის განვითარება ამ მიმართულებით.