ტიკი იოჰან ლუდვიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იოჰან ლუდვიგ ტიკი''' − (''გერმ.'' Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიკი იოჰან ლუდვიგი“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან ლუდვიგ ტიკი“)

15:16, 7 ივნისი 2023-ის ვერსია

იოჰან ლუდვიგ ტიკი − (გერმ. Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. გამოხატავდა ბიურგერული ინტელიგენციის შეხედულებებს. 1799 წელს ხდება „უფროსს რომანტიკოსთა“ წრის წევრი (ძმები შლეგელები, ნოვალისი). 1825-41 წწ. იყო დრეზდენის სამეფო კარის მუდმივი დრამატურგი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1842-47 წლებში მუშაობს ბერლინის სამეფო კარის თეატრის რეჟისორად. მისი დრამატურგია განეკუთვნება რომანტიზმით გატაცების პერიოდს: „ბასტილიის აღება“ და „ალამადინი“, 4 რომანტიკული პიესა-ზღაპარი „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, „შუქი უკუღმა“, „უფლისწული ცერბინო“. ამ პიესა ზღაპრებში ჩადებული იყო პრინციპი „თამაში თამაშისათვის“. 1799 წ. მან შექმნა რომანტიკული ტრაგედია „სიცოცხლე და სიკვდილი წმინდა გენოვევისა“, რომელიც ისევე, როგორც „იმპერატორი ოქტავიანე“ (1804), შეიცავს ეპოსის ელემენტებს და „ბედისწერის ტრაგედიის“ პრინციპებს. მისი ბოლო პიესა, რომანტიკულ-ზღაპრული დრამა „ფორტუნატი“, აღსავსე იყო რელიგიურ-მისტიკური მოტივებით. თეატრალურ ესთეტიკაში იზიარებდა და ანვითარებდა ლესინგის შეხედულებებს. გამოსცა სტატიების კრებული „ფანტაზუსი“, დაწერა თეორიული გამოკვლევები „შექსპირის შესწავლი სათვის“ და „დრამატურგიული ფურცლები“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები