ფილდინგი ჰენრი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფილდინგი ჰენრი“ გადაიტანა გვერდზე „ჰენრი ფილდინგი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰენრი ფილდინგი“ გადაიტანა გვერდზე „ფილდინგი ჰენრი“ გადამისამ...) |
16:45, 7 ივნისი 2023-ის ვერსია
ჰენრი ფილდინგი − (ინგლ. Henry Fielding, 1707-1754), ინგლისელი მწერალი, დრამატურგი; ერთ-ერთი თვალსაჩინო რომანისტი, 25 კომედიის ავტორი. მისი პირველი პიესები – „სიყვარული სხვადასხვა ნიღაბში“, „პეწენიკი ტემპლადან“, ახლოს დგას ზნეობათა კომედიასთან და რესტავრაციის ეპოქის კომედიებთან. მათში უკვე გამოსჭვივის განმანათლებლური იდეები. სენტიმენტალური კომედიის გავლენა იგრძნობა პიესებში: „თანამედროვე მეუღლე“, „ყველასთან სათნო“, „ქორწინების დღე (და სხვ.). ადრეული კომედიებიდან ყველაზე მეტად ცნობილი გახდა „პოლიტიკოსი ყავის სახლიდან, ანუ მოსამართლე თავისსავე ხაფანგში“. იგი წერდა ლიტერატურულ პაროდიებსაც: „საავტორო ფარსი“ და „ცეროდენა“, „ტრაგედიათა ტრაგედია, ანუ ცხოვრება და სიკვდილი ცეროდენა დიდისა“ წარმატება ჰქონდა ფარსს „სიბრძნეს ზიარებული მოხუცი, ანუ მხილებული ქალიშვილი“. სოციალური და პოლიტიკური სატირა მძაფრდება ბალადურ ოპერაში „გრაბ-სტრიტის, ანუ ცოლის ქოშის ქვეშ“, რომელიც მიმართული იყო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამავე ჟანრთან ახლოსაა „დონ კიხოტი ინგლისში“. მისი პიესები იქცა თეატრის ცენზურის დაწესების საბაბად, რამაც აიძულა ფილდინგი მიეტოვებინა თეატრი და პიესების წერა.