ფრედრო ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრედრო ალექსანდრ“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრ ფრედრო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრ ფრედრო“ გადაიტანა გვერდზე „ფრედრო ალექსანდრ“ გადამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:41, 8 ივნისი 2023 მდგომარეობით

ალექსანდრ ფრედრო

ალექსანდრ ფრედრო − (პოლ. Aleksander Fredro, 1793-1876), პოლონელი კომედიოგრაფი და პოეტი. პირველი პერიოდის პიესები (1817-35) დაწერილია ფრანგული კომედიის, მოლიერის დრამატურგიის და ფ. შილერის თეატრალური შეხედულებების გავლენით: „სახელდახელო ინტრიგა“, „პან გელტხაბი“, „სიკაპასე და ჯიუტობა“, „ქმარი და ცოლი“, „უცხოეთელობა“, „ქალბატონები და ჰუსარები“, „მეგობრები“, „ქალწულური ფიცი, ანუ გულის მაგნეტიზმი“, „შურისძიება“, „დეიდა“ (და სხვ.).

მისი შემოქმედების მეორე პერიოდის (1837-68) პიესებია: „ორი ნათესავი ქალი“, „რევოლვერი“, „უკანასკნელი ნება“ (და სხვ.). სცენური სახეების ბრწყინვალება, ოსტატურად აგებული დიალოგი, ხასიათების და სიტუაციების კომიზმი, გამრთობი სიუჟეტი და დახვეწილი ინტრიგა, სრულყოფილი კომპოზიცია – ქმნის საფუძველს, რის გამოც ეს პიესები აღიარებულია კომედიის და ვოდევილური ჟანრის შედევრებად.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები