ფრიში მაქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრიში მაქს“ გადაიტანა გვერდზე „მაქს ფრიში“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაქს ფრიში“ გადაიტანა გვერდზე „ფრიში მაქს“ გადამისამართებაზე)

12:46, 8 ივნისი 2023-ის ვერსია

მაქს ფრიში − (გერმ. Max Frisch, 1911-1991), შვეიცარიელი მწერალი, დრამატურგი. წერდა გერმანულ ენაზე. თავის პირველ პიესაში „სანტა-კრუსი“ იგი რომანტიკულ საბურველში ხვევს აუხდენელ ოცნებებს. პიესებში „აი, ისინი კვლავ მღერიან“, „ჩინური კედელი“, „როცა დამთავრდება ომი“ გამოთქმულია მკაცრი პროტესტი მილიტარიზაციის, ტირანიის წინააღმდეგ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გროტესკულმა, ანტიფაშისტური სულისკვეთებით აღსავსე პიესებმა „ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები“ და „ანდორა“ პიესებში „გრაფი ოდერლანდი“, „დონ ჟუანი ანუ სიყვარული გეომეტრიისადმი“, „ფილიპ ხოცის დიდი მრისხანება“ – ნაჩვენებია სხვაობა გმირის ნამდვილ სახესა და იმას შორის, რასაც მათზე ფიქრობენ. ფრიში ბრეხტის მსგავსად თვლის, რომ თეატრმა გართობით უნდა ასწავლოს, მაგრამ იგი ერიდება საბოლოო დასკვნების გამოტანას და განაჩენს მაყურებელს ანდობს.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები