მანძილი (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მანძილი''' – გეომეტრიული ცნება, რომლის შინაარსი დამოკიდებუ...)

14:57, 8 ივნისი 2023-ის ვერსია

მანძილი – გეომეტრიული ცნება, რომლის შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ობიექტებისათვის განისაზღვრება იგი. მანძილი სივრცის ორ წერტილს შორის – ამ წერტილების შემაერთებელი წრფის მონაკვეთის სიგრძეა. მანძილი წერტილიდან წრფემდე (სიბრტყემდე) – მოცემული წერტილიდან მოცემულ წრფეზე (სიბრტყეზე) დაშვებული პერპენდიკულარის მონაკვეთის სგრძეა მანძილი ორ პარალელურ წრფეს (სიბრტყეს) შორის ამ წრფეებისადმი (სიბრტყეებისადმი) საერთო პერპენდიკულარის მონაკვეთის სიგძეა. მანძილი სივრცეში ორი არაგადამკვეთ წრფეს შორის – თითოეულ ამ წრფეზე გავლებულ პარალელურ სიბრტყეებს შორის მანძილია (ე. ი. ამ წრფეებისადმი გავლებული საერთო პერპენდიკულარის მონაკვეთის სიგრძეა).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები