ცუკმაიერი კარლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კარლ ცუკმაიერი '''კარლ ცუკმაიერი''' − (''გერ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ ცუკმაიერი“ გადაიტანა გვერდზე „ცუკმაიერი კარლ“ გადამისამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 13:57, 9 ივნისი 2023 მდგომარეობით
კარლ ცუკმაიერი − (გერმ. Carl Zuckmayer, 1896-1977), გერმანელი მწერალი, დრამატურგი. მისი პირველი დრამატურგიული ნაწარმოები იყო ექსპრესიონისტური პიესა „ჯვრიანი გზა“. ამას მოჰყვა ხასიათების კომედიები „სასიხარულო ვენახი“, „შინდერჰანესი“, „კატარინა კნი“, „თაღლითი ბერგენიდან“, ანტიმილიტარისტული კომედია „კაპიტანი კიოპენიკიდან“, ანტიფაშისტური დრამები „ჯანდაბის გენერალი“, „სიმღერა ცეცხლოვან ღუმელში“, „ცივი სინათლე“. ატომური შპიონაჟის თემას ეძღვნება დრამა „საათი რეკს პირველს“. მისი პიესები სცენურია, გამორჩეულია მაღალი დრამატურგიული ტექნიკით.