აბულასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აბულასანი''' - ქართლის ერისთავი 1185-1188 წწ.; თბილისის [[ამირა]] და მეჭურჭლეთუხუხცესი 1187-1188 წწ. თამარის პირველი ქორწინების დროს აღზევებული დიდებული, რამდენიმე მაღალი თანამდებობის მფლობელი. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება.  
+
'''აბულასანი''' - [[ქართლის ერისთავი]] 1185-1188 წწ.; [[თბილისი|თბილისის]] [[ამირა]] რუსთავისა და შვიდთა მთეულთა პატრონი და [[მეჭურჭლეთუხუცესი]] 1187-1188 წწ. დასავლეთ საქართველოს დიდებული; დაწინაურებული [[საქართველო|საქართველოს]] სამეფო კარზე თამარის პირველი ქორწინების წლებში.  
  
 +
ლურჯი მონასტრის ცნობილ წარწერაში აბულასანი რამდენიმე მაღალი თანამდებობით, მათ შორის ქართლის [[ერისთავი|ერისთავად]] მოიხსენიება. მკვლევართა ნაწილს აეჭვებს მისი ქართლის ერისთავობა, რაც ამ დროს [[რატი (I) სურამელი|რატი სურამელს]] უნდა ჰქონოდა, მაგრამ წარწერის მონაცემებში ეჭვის შეტანა ძნელია.
 +
 +
აბულასანის აღზევება უნდა მომხდარიყო თამარის პირველი ქორწინების წლებში, გიორგი რუსის მფარველობით, რომლის საქართველოში ჩამოყვანის საქმეში აბულასანმა დიდი წვლილი შეიტანა. გიორგი რუსის მფარველობით უნდა მიეღო მას სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესობა (1187/1188) და ამ თანამდებობასთან უშუალოდ დაკავშირებული თბილისის ამირათ-ამირობა. ვარაუდობენ, რომ ქართლის ერისთავობა [[სურამელი რატი (I)|რატი სურამელს]] უნდა დაეკარგა აბულასანის გამო. ამ უკანასკნელის კარიერის დასასრული გიორგი რუსის საბოლოო განდევნას (1188) უკავშირდება. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება.
 +
 +
 +
==წყაროები და ლიტერატურა==
 +
* ისტორიანი და აზმანი 1959: 36, 79;
 +
* Такаишвили 1905: 154:
 +
* ბერიძე 1948: 96-97;
 +
* ინგოროყვა 1963: 652;
 +
* მუსხელიშვილი 1966: 213-214;
 +
* მესხია 1979: 30-36;
 +
* ჩხატარაიშვილი (1974 წ. წაკითხული მოხსენება);
 +
* ანთელავა 1983: 224.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
[[კატეგორია:თბილისის ამირები]]
+
[[კატეგორია:ამირები]]
[[კატეგორია:საქართველოს ქალაქების ამირები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ამირები]]
 +
[[კატეგორია:ერისთავები]]
 +
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 +
[[კატეგორია:მეჭურჭლეთუხუცესები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]]

მიმდინარე ცვლილება 11:23, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

აბულასანი - ქართლის ერისთავი 1185-1188 წწ.; თბილისის ამირა რუსთავისა და შვიდთა მთეულთა პატრონი და მეჭურჭლეთუხუცესი 1187-1188 წწ. დასავლეთ საქართველოს დიდებული; დაწინაურებული საქართველოს სამეფო კარზე თამარის პირველი ქორწინების წლებში.

ლურჯი მონასტრის ცნობილ წარწერაში აბულასანი რამდენიმე მაღალი თანამდებობით, მათ შორის ქართლის ერისთავად მოიხსენიება. მკვლევართა ნაწილს აეჭვებს მისი ქართლის ერისთავობა, რაც ამ დროს რატი სურამელს უნდა ჰქონოდა, მაგრამ წარწერის მონაცემებში ეჭვის შეტანა ძნელია.

აბულასანის აღზევება უნდა მომხდარიყო თამარის პირველი ქორწინების წლებში, გიორგი რუსის მფარველობით, რომლის საქართველოში ჩამოყვანის საქმეში აბულასანმა დიდი წვლილი შეიტანა. გიორგი რუსის მფარველობით უნდა მიეღო მას სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესობა (1187/1188) და ამ თანამდებობასთან უშუალოდ დაკავშირებული თბილისის ამირათ-ამირობა. ვარაუდობენ, რომ ქართლის ერისთავობა რატი სურამელს უნდა დაეკარგა აბულასანის გამო. ამ უკანასკნელის კარიერის დასასრული გიორგი რუსის საბოლოო განდევნას (1188) უკავშირდება. გიორგი რუსის დამარცხების შემდეგ წყაროებიდან მისი სახელი იშლება.


[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი 1959: 36, 79;
  • Такаишвили 1905: 154:
  • ბერიძე 1948: 96-97;
  • ინგოროყვა 1963: 652;
  • მუსხელიშვილი 1966: 213-214;
  • მესხია 1979: 30-36;
  • ჩხატარაიშვილი (1974 წ. წაკითხული მოხსენება);
  • ანთელავა 1983: 224.


[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები