გზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები და ლიტერატურა)
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]

11:40, 16 ივნისი 2023-ის ვერსია

გზირი - მმართველობის ადგილობრივი აპარატის ქვედა რგოლის წარმომადგენელი. ტერმინი გზირი საქართველოში ჩნდება გვიანდელ შუა საუკუნეებში. გზირის ძირითადი ფუნქცია იყო სოფლებში ხელისუფალთა ბრძანების/განკარგულების ადგილზე მიტანა, აღსრულება, ვინმეს გამოძახება.

არსებობს მოსაზრება, რომ გზირის ინსტიტუტი თავდაპირველად ქართლში მხოლოდ მომთაბარე თათრებისთვის შეიქმნა, ვინაიდან „დასტურამალში“ გზირი მხოლოდ იმ პარაგრაფშია ნახსენები, რომელიც ელს ეძღვნება.

გზირის სასარგებლოდ დაწესებული იყო გადასახადი - საგზირო. სოციალური წარმომავლობით გზირები გლეხები იყვნენ. შემონახულია მხოლოდ XVIII ს-ის რამდენიმე გზირის სახელი გვარის გარეშე.

ვ. კეკელია



წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურამალი 1970: 554-561;
  • სურგულაძე 1952: 412.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები