აბაზასძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები)
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფეოდალები]]

12:41, 16 ივნისი 2023-ის ვერსია

ივანე აბაზასძე - ქართლის ერისთავი XI ს-ის 20-იან-40-იან წწ-ში. ვინ იყო ქართლის ერისთავი ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ, უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს თანამდებობა გიორგი I-ისაგან მიიღო ტბელების განაყოფმა აბაზასძეთა საგვარეულომ, რომლის ერთი წარმომადგენელი, ივანე აბაზასძე, ქართლის ერისთავი იყო 1032 წ. ბაგრატ IV-ის მეფობის (1027-1072) დასაწყისში იგი მეტად აქტიური პოლიტიკური მოღვაწე ჩანს. მისი და ლიპარიტ (IV) ბაღვაშის წინამძღოლობით ქართლის, კახეთის, თბილისის ამირასა და სომეხთა მეფის კოალიციური ლაშქარი ერთად შეებრძოლა განძის ამირა ფადლონს. ივანე აბაზასძე ლიპარიტ (IV) ბაღვაშთან ერთად მონაწილეობს ტფილელი ამირას შეპყრობაში. იგი ლიპარიტ ბაღვაშთან ერთად ჩაუდგა ოპოზიციაში ბაგრატ IV-ს, რაზედაც მიანიშნებს „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ ცნობა ბაგრატ მეფის მიერ აბაზაისძეთა შეპყრობის შესახებ. როგორც ჩანს, ივანე აბაზასძე გარდაიცვალა დაახლ. 1043/1044 წ.


წყაროები

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 296-297;
  • აბულაძე 1967: 160.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები