სურამელი ამადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამადა სურამელი“ გადაიტანა გვერდზე „სურამელი ამადა“ გადამისამ...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
  
 
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307; ქისკ 1984: 184; ბახტაძე 2003: 173.
+
* ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307;  
 +
* ქისკ 1984: 184;  
 +
* ბახტაძე 2003: 173.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
[[კატეგორია:საქართველოს მოხელეები  XI-XIV საუკუნეში]]
 
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]]
 +
[[კატეგორია:მსახურთუხუცესები]]
 +
[[კატეგორია:სურამელები]]

მიმდინარე ცვლილება 12:43, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი 1280/90-იან წწ-ში XIV ს-ის დასაწყისადმდე; დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი; მონღოლთა ხელშეწყობით გორში ჩასახლებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი; XIII-XIV სს-თა მიჯნაზე მიმდინარე მღელვარე პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილე. ამადა სურამელის შუამდგომლობით დავით VIII-მ შეიწყალა მის წინააღმდეგ მონღოლებთან გარიგებული შალვა ქვენიფნეველი და მამული აღარ დაურბია. 1302 წ., როდესაც მონღოლებმა დავით VIII-ს მონღოლი ცოლი წაჰგვარეს, აჯანყებულმა მეფემ ამადა სურამელის ასულზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე, რომელსაც ამადა სურამელი პაპად ერგებოდა და, ცხადია, მის გამეფებას ცდილობდა. ამადას სახელი 1314 წ-ის შემდგომ წყაროებში აღარ მოიხსენიება. სავარაუდოდ, იგი შეეწირა გიორგი მცირის ბრძოლას ტახტისათვის (მ. ბახტაძე). ამადა სურამელი, როგორც მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი, ამტკიცებს დავით VIII-ის სიგელს ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვლისადმი.


[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307;
  • ქისკ 1984: 184;
  • ბახტაძე 2003: 173.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები