სურამელი ამადა
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
− | ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307; ქისკ 1984: 184; ბახტაძე 2003: 173. | + | * ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307; |
+ | * ქისკ 1984: 184; | ||
+ | * ბახტაძე 2003: 173. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] | |
[[კატეგორია:ერისთავები]] | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ქართლის ერისთავები]] | [[კატეგორია:ქართლის ერისთავები]] | ||
[[კატეგორია:მსახურთუხუცესები]] | [[კატეგორია:მსახურთუხუცესები]] | ||
+ | [[კატეგორია:სურამელები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:43, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ამადა სურამელი - ბეგა სურამელის ძე, ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი 1280/90-იან წწ-ში XIV ს-ის დასაწყისადმდე; დავით VIII-ის ერთგული თანამებრძოლი; მონღოლთა ხელშეწყობით გორში ჩასახლებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორი; XIII-XIV სს-თა მიჯნაზე მიმდინარე მღელვარე პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილე. ამადა სურამელის შუამდგომლობით დავით VIII-მ შეიწყალა მის წინააღმდეგ მონღოლებთან გარიგებული შალვა ქვენიფნეველი და მამული აღარ დაურბია. 1302 წ., როდესაც მონღოლებმა დავით VIII-ს მონღოლი ცოლი წაჰგვარეს, აჯანყებულმა მეფემ ამადა სურამელის ასულზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან იშვა გიორგი VI მცირე, რომელსაც ამადა სურამელი პაპად ერგებოდა და, ცხადია, მის გამეფებას ცდილობდა. ამადას სახელი 1314 წ-ის შემდგომ წყაროებში აღარ მოიხსენიება. სავარაუდოდ, იგი შეეწირა გიორგი მცირის ბრძოლას ტახტისათვის (მ. ბახტაძე). ამადა სურამელი, როგორც მსახურთუხუცესი და ქართლის ერისთავი, ამტკიცებს დავით VIII-ის სიგელს ჭარმაულ გრიგოლ ჭაჭნიასშვლისადმი.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 305, 307;
- ქისკ 1984: 184;
- ბახტაძე 2003: 173.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში