მილახვარი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] | |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:21, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
მილახვარი/მილახვარბაში - მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე, სახელდობრ, სამეფო და სადედოფლო მამულების გამგე ქართლსა და კახეთში.
საისტორიო დოკუმენტებში მილახვარის თანამდებობა იშვიათად XVII ს-ის ბოლო მეოთხედიდან ჩნდება, მაგრამ XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან იგი უკვე გავლენიან და საპატიო თანამდებობას წარმოადგენს. მილახვარის ფუნქციები, ძირითადად, სამეფო დომენის სამშენებლო-სამეურნეო-საფინასო საქმეების მოგვარება იყო, თუმცა მისი რეალური ძალაუფლება გაცილებით დიდი ჩანს. მეფე და ბატონიშვილები მას იწვევენ რჩევის საკითხავად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დროს. საფიქრებელია, რომ ამ თანამდებობის მფლობელ პირთა სიახლოვემ სამეფო კართან გაზარდა მეფისა და მეფის ოჯახის წევრთა მათდამი ნდობა.
ქართლ-კახეთის სამეფოში ორი სამეფო მილახვარი არსებობდა - ქართლისა და კახეთის. ცალკე მილახვარი ჰყავდა დედოფალს. ქართლის მილახვარს წელიწადში 20 თუმანი ჯამაგირად და 30 თუმანი ულუფის სახით ეძლეოდა. სავარაუდოდ, მიმსგავსებული შემოსავალი ექნებოდა კახეთის მილახვარსაც. მილახვარის პარალელურად XVIII ს-ში იხმარება ტერმინი მილახვარბაში, მაგრამ იგი გამოიყენებოდა, როგორც საპატიო ტიტული და მილახვარის თანამდებობის უწყებრივ გაფართოებაზე არ მიანიშნებს.
[რედაქტირება] ქართლისა და კახეთის მილახვრები. XVII-XVIII სს.
- ავალიშვილი გიორგი - მ. [1685-1694] წწ. ახალდაბის მოურავი1688 წ.
- დემეტრე-ბეგი - მილახვარი 1696 წ.
- გურგენ - მილახვარი 1698 წ.
- ასლან - მილახვარი 1737 წ.
- ქაიხოსრო ციციშვილი - მილახვარი 1737-1741 წწ.
- სულხან - მილახვარი და ეშიკაღასი. 1739 წ.
- თაყა - მილახვარი 1739 წ.
- რევაზ - მილახვარი 1743 წ.
- ქაიხოსრო - მილახვარი 1768 წ.
- მერალი-ბეგ - მილახვარი 1736-1742 წწ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
სურგულაძე 1952: 224-228.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში