უზბაში
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''უზბაში''' - (თურქ. yuzbāşi - ასეულის მეთაური, [[ასისთავი (სამხედრო)|ასისთავი]]. სამხედრო მოხელე). როსტომ მეფემ (1632-1658) ყიზილბაშთა წესისამებრ ასისთავს უზბაში უწოდა. | '''უზბაში''' - (თურქ. yuzbāşi - ასეულის მეთაური, [[ასისთავი (სამხედრო)|ასისთავი]]. სამხედრო მოხელე). როსტომ მეფემ (1632-1658) ყიზილბაშთა წესისამებრ ასისთავს უზბაში უწოდა. | ||
| − | XVII-XVIII სს-ის წყაროების მიხედვით, ქართლსა და კახეთში უზბაში გავრცელებული სახელოა, თუმცა მის პარალელურად ვხვდებით ასისთავსაც. ისტორიულ საბუთებში იხსენიება თბილისის ციხის უზბაში, თუმცა, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სახელო ეთნიკურად ირანელს გულისხმობდა. სპარსული ფირმანების მიხედვით, XVII ს-ის ბოლოს უზბაშს თავისი მოადგილე ანუ ნაცვალი ჰყოლია. ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაში [[ყულარაღასი|ყულარაღასს]] ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ის მეორე ნახევარში - [[მინბაში|მინბაშს]]. ვახტანგ VI-ის (1716-1724) მიერ შექმნილ მეთოფეთა 120-კაციან რაზმს, რომელიც სამი წოდების - თავადიშვილების, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40 მეთოფისაგან შემდგარ მცირე რაზმებად იყოფოდა, სათავეში უზბაშები ედგნენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი უზბაში თავის რეალურ შინაარსს აღარ შეესაბამებოდა, რადგან იგი უკვე იყო არა ასეულის, არამედ ორმოცი კაცის ხელმძღვანელი. უზბაში ისევე, როგორც [[მინბაში]], ვალდებული იყო ეზრუნა თავისი ქვემდებარე დანაყოფის წესრიგზე. | + | XVII-XVIII სს-ის წყაროების მიხედვით, ქართლსა და კახეთში უზბაში გავრცელებული სახელოა, თუმცა მის პარალელურად ვხვდებით ასისთავსაც. ისტორიულ საბუთებში იხსენიება თბილისის ციხის უზბაში, თუმცა, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სახელო ეთნიკურად ირანელს გულისხმობდა. სპარსული ფირმანების მიხედვით, XVII ს-ის ბოლოს უზბაშს თავისი მოადგილე ანუ ნაცვალი ჰყოლია. ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაში [[ყულარაღასი|ყულარაღასს]] ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ის მეორე ნახევარში - [[მინბაში|მინბაშს]]. [[ვახტანგ VI]]-ის (1716-1724) მიერ შექმნილ მეთოფეთა 120-კაციან რაზმს, რომელიც სამი წოდების - თავადიშვილების, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40 მეთოფისაგან შემდგარ მცირე რაზმებად იყოფოდა, სათავეში უზბაშები ედგნენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი უზბაში თავის რეალურ შინაარსს აღარ შეესაბამებოდა, რადგან იგი უკვე იყო არა ასეულის, არამედ ორმოცი კაცის ხელმძღვანელი. უზბაში ისევე, როგორც [[მინბაში]], ვალდებული იყო ეზრუნა თავისი ქვემდებარე დანაყოფის წესრიგზე. |
უზბაშებს სამსახურის სანაცვლოდ გადაეცემოდათ მამულები, რომელთა შემოსავალი მათ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაშთა სარგოს მკვეთრად გამოხატული წოდებრივი ხასიათი ჰქონდა. იგი სხვაობდა უზბაშისადმი დაქვემდებარებული რაზმელების სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. თავადიშვილების რაზმის უზბაშის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზნაურთა რაზმის უზბაშისა, ხოლო მათზე გაცილებით ნაკლები ჯამაგირი ჰქონდა აზნაურ-მსახურთა რაზმის უზბაშს. საბუთებში უზბაშები ხშირად იხსენიებიან, მაგრამ სახელების გარეშე. | უზბაშებს სამსახურის სანაცვლოდ გადაეცემოდათ მამულები, რომელთა შემოსავალი მათ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაშთა სარგოს მკვეთრად გამოხატული წოდებრივი ხასიათი ჰქონდა. იგი სხვაობდა უზბაშისადმი დაქვემდებარებული რაზმელების სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. თავადიშვილების რაზმის უზბაშის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზნაურთა რაზმის უზბაშისა, ხოლო მათზე გაცილებით ნაკლები ჯამაგირი ჰქონდა აზნაურ-მსახურთა რაზმის უზბაშს. საბუთებში უზბაშები ხშირად იხსენიებიან, მაგრამ სახელების გარეშე. | ||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:46, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
უზბაში - (თურქ. yuzbāşi - ასეულის მეთაური, ასისთავი. სამხედრო მოხელე). როსტომ მეფემ (1632-1658) ყიზილბაშთა წესისამებრ ასისთავს უზბაში უწოდა.
XVII-XVIII სს-ის წყაროების მიხედვით, ქართლსა და კახეთში უზბაში გავრცელებული სახელოა, თუმცა მის პარალელურად ვხვდებით ასისთავსაც. ისტორიულ საბუთებში იხსენიება თბილისის ციხის უზბაში, თუმცა, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული სახელო ეთნიკურად ირანელს გულისხმობდა. სპარსული ფირმანების მიხედვით, XVII ს-ის ბოლოს უზბაშს თავისი მოადგილე ანუ ნაცვალი ჰყოლია. ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაში ყულარაღასს ემორჩილებოდა, ხოლო XVIII ს-ის მეორე ნახევარში - მინბაშს. ვახტანგ VI-ის (1716-1724) მიერ შექმნილ მეთოფეთა 120-კაციან რაზმს, რომელიც სამი წოდების - თავადიშვილების, აზნაურებისაგან და აზნაურ-მსახურებისაგან შემდგარ 40 მეთოფისაგან შემდგარ მცირე რაზმებად იყოფოდა, სათავეში უზბაშები ედგნენ. ამ შემთხვევაში, ტერმინი უზბაში თავის რეალურ შინაარსს აღარ შეესაბამებოდა, რადგან იგი უკვე იყო არა ასეულის, არამედ ორმოცი კაცის ხელმძღვანელი. უზბაში ისევე, როგორც მინბაში, ვალდებული იყო ეზრუნა თავისი ქვემდებარე დანაყოფის წესრიგზე.
უზბაშებს სამსახურის სანაცვლოდ გადაეცემოდათ მამულები, რომელთა შემოსავალი მათ გასამრჯელოს წარმოადგენდა. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, უზბაშთა სარგოს მკვეთრად გამოხატული წოდებრივი ხასიათი ჰქონდა. იგი სხვაობდა უზბაშისადმი დაქვემდებარებული რაზმელების სოციალური წარმომავლობის შესაბამისად. თავადიშვილების რაზმის უზბაშის ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზნაურთა რაზმის უზბაშისა, ხოლო მათზე გაცილებით ნაკლები ჯამაგირი ჰქონდა აზნაურ-მსახურთა რაზმის უზბაშს. საბუთებში უზბაშები ხშირად იხსენიებიან, მაგრამ სახელების გარეშე.
[რედაქტირება] უზბაშები XVII-XVIII სს.
- სარუხან-ბეგი - თბილისის ციხის უზბაში 1693 წ.
- სეფიყული-ბეგი - უზბაში 1694 წ.
- ჯავანმარდ-ბეგი - თბილისის ციხის უზბაში 1697 წ.
- ქაიხოსრო თურქისტანიშვილი - უზბაში XVIII ს.
- ყაფლან-ბეგ ბარათაშვილი - უზბაში 1744 წ.
- ანტონ ბარათელი - უზბაში 1744 წ.
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- სმსფჰ 1949: 30;
- დასტურლამალი 1965: 243;
- ვახუშტი 1973: 32;
- ქსის 1955: 390;
- ქსოის 1984: 9, 10;
- ТКПФ I. 1995: 188;
- სურგულაძე 1952: 296.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში