სადროშო
(→წყარო) |
|||
| ხაზი 31: | ხაზი 31: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია: სამხედრო-ტერიტორიული ოლქები ფოედალურ საქართველოში]] | [[კატეგორია: სამხედრო-ტერიტორიული ოლქები ფოედალურ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია: სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულები]] | [[კატეგორია: სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:54, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
სადროშო - სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში.
სადროშოს სათავეში ედგა სარდალი, რომელიც ქართლში და იმერეთში მემკვიდრეობით თანამდებობად იყო ქცეული. კახეთში სადროშოების ხელმძღვანელობა ეპისკოპოსებს ჰქონდათ ჩაბარებული, რაც კახეთის სამხედრო ორგანიზაციას მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა. ეპისკოპოსი-სარდალი არ იყო მემკვიდრეობით მიჯაჭვული თანამდებობაზე და ამიტომ სამეფო ხელისუფლებას სამხედრო ორგანიაზაციაში ჩარევისათვის მეტი სივრცე რჩებოდა.
სახელმწიფო ტერიტორიების სადროშოებად დაყოფა სამხედრო შენაერთების ტაქტიკური ნაწილების სახელწოდებებს შეესაბამებოდა (მეწინავე, მემერჯვენე, მემერცხენე).
- მეწინავე სადროშოს ქმნიდა ქვემო ქართლის ჯარი, რომელსაც ბარათაშვილები წინამძღოლობდნენ;
- მემარჯვენე სადროშოს ჯარი შიდა ქართლის „ზემო მხარიდან“ იკრიბებოდა ამილახვართა მეთაურობით;
- მემარცხენე სადროშოს - შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს არაგვისა და ქსნის ხეობების ჩათვლით, მუხრანბატონები ედგნენ სათავეში;
- მეფის სადროშო - თბილისიდან ტაშისკარამდე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - საკუთრივ მეფეს ემორჩილებოდა. ცალკე სარდალი ჰყავდა მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიასაც, მაგრამ იგი მეფის დროშაზე გამოდიოდა (კლიმიაშვილი 1964: 122-123).
[რედაქტირება] სადროშოები იმერეთში
იმერეთის სამეფოში ცალკე სადროშოებს წარმოადგენდა:
სადროშოების სარდლებად აქაც მსხვილი თავადები ინიშნებოდნენ (ჯამბურია, სინ 1973: 239).
[რედაქტირება] სადროშები კახეთში
კახეთის სამეფო ტერიტორია შემდეგ სადროშოებად იყოფოდა:
- მემარჯვენე სადროშო, ე.წ. გაღმა მხარე, ნეკრესელს ებარა;
- მემარცხენე - გარე კახეთი - რუსთველ ეპისკოპოსს ებარა;
- ქიზიყი - ბოდბელი ეპისკოპოსის სასარდლო იყო;
- მეოთხე სადროშო - სამეფო უნდა ყოფილიყო (პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება).
XVII-XVIII საუკუნეებში საბრძოლო მოქმედებების დროს ეპისკოპოსების მაგივრად ხშირად კახეთის თავადები ასრულებდნენ სარდლის მოვალეობას (კლიმიაშვილი 1964: 124-126).
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში