გობი ტიტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ვოკალისტები]] | [[კატეგორია:ვოკალისტები]] | ||
17:04, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
გობი ტიტო - იტალ. Tito Gobbi, (24. X. 1913, ბასანოდელ გრაპა, – 5. III. 1984, რომი), იტალიელი მომღერალი (ბარიტონი), ოპერის სცენაზე პირველად 1938 გამოვიდა რომში. 1942-იდან თეატრ „ლა სკალას“ (მილანი) სოლისტი იყო. 1947-იდან მღეროდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
გობი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალი იყო. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ვოკალური ოსტატობით და მუსიკალობით გობი განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა ვერდის ოპერების გმირებს – რიგოლეტოს („რიგოლეტო“), ჟერმონის („ტრავიატა“), ამონასროს („აიდა“), იაგოს („ოტელო“), ფალსტაფის („ფალსტაფი“), რენატოს („ბალ-მასკარადი“), სკარპიას (პუჩინის „ტოსკა“) და სხვა პარტიებს. მონაწილეობდა მრავალ მუსიკალურ ფილმში.
| |