იაშვილი ლუარსაბ
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005317/ ლუარსაბ იაშვილი] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005317/ ლუარსაბ იაშვილი] | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:მევიოლინეები]] | [[კატეგორია:მევიოლინეები]] | ||
11:34, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე - (31. III. 1907, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), ქართველი მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983). თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1947-იდან).
1931 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშუას სავიოლინო კლასი), 1932-35 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვანელი პროფ. ა. სოსინი). 1925-28 უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ორკესტრში, 1928-45 იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო და რადიოს ორკესტრებში. 1935-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები – მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ი. გეჯაძე, შ. შილაკაძე და სხვ. 1967–74 იაშვილი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. (გ. ტორაძე)
