კანტატა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:მუსიკალური ჟანრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:39, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
კანტატა - (იტალ. cantata, ლათ. Canto ვმღერი), დიდი ზომის ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოები სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის. იგი შედგება რამდენიმე დასრულებული ნაწილისაგან.
კანტატა შეიძლება იყოს საზეიმო, ლირიკული, სამგლოვიარო და თხრობითი ხასიათისა. გვხდება საერო და სასულიერო (რელიგიური) კანტატები. კანტატა შედგება საორკესტრო შესავლის, არიის, რეჩიტატივისა და გუნდისაგან. აღმოცენდა XVII ს. I ნახევარში იტალიაში. განსაკუთრებით განვითარდა ჯ. კარისიმის, ა. სტრადელას, ა. სკარლატისა და სხვ. შემიქმედებაში. იტალიური კანტატა საერო ხასიათისა იყო. სასულიერო კანტატა შეიქმნა გერმანიაში. სასულიერო და საერო კანტატის მაღალმხატვრული ნიმუშები შექმნა ი. ს. ბახმა. XIX ს. II ნახევარში მნიშვნელოვანი კანტატის ავტორები იყვნენ: პ. ჩაიკოვსკი, ს. ტანეევი, ს. რახმანინოვი. ქართული კანტატის ავტორებია: ზ. ფალიაშვილი, მ. ბალანჩივაძე, ო. თაქთაქიშვილი, რ. ლაღიძე, ნ. სვანიძე, ა. ჩიმაკაძე, („ქართლის გული“ 1952) და სხვა.