კაიფერის თესლნერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კაიფერის თესლნერგი''' – ''('''Kieffer’s Seedling''').'' მსხლის ჯიში კაიფერის თესლნერგი, როგორც თვით სახელწოდებაც გვიჩვენებს, თესლნერგებს შორის ნაპოვნი იყო მებაღე კაიფერის მიერ [[ამერიკა|ამერიკაში]] (ფილადელფიის მახლობლად). ფიქრობენ, რომ კაიფერის თესლნერგი უნდა იყოს ბუნებრივი ნაჯვარი P. serotina და „[[ვილიამსი (მსხლის ჯიში)|ვილიამსის]]“ შორის. პირველად ამ ჯიშს გაეცვნენ 1863 წ., ხოლო 1883 წ. კი ჩრდილოეთ [[ამერიკა|ამერიკის]] სამხრეთ ბაღების საწარმოო-სამრეწველო ჯიშად ითვლებოდა. ჩვენთან სულ უახლოეს წარსულში იქნა შემოტანილი და ფართოდ გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროებზე.
+
'''კაიფერის თესლნერგი''' – ''('''Kieffer’s Seedling''').'' [[მსხალი|მსხლის]] ჯიში კაიფერის თესლნერგი, როგორც თვით სახელწოდებაც გვიჩვენებს, თესლნერგებს შორის ნაპოვნი იყო მებაღე კაიფერის მიერ [[ამერიკა|ამერიკაში]] (ფილადელფიის მახლობლად). ფიქრობენ, რომ კაიფერის თესლნერგი უნდა იყოს ბუნებრივი ნაჯვარი P. serotina და „[[ვილიამსი (მსხლის ჯიში)|ვილიამსის]]“ შორის. პირველად ამ ჯიშს გაეცვნენ 1863 წ., ხოლო 1883 წ. კი ჩრდილოეთ [[ამერიკა|ამერიკის]] სამხრეთ ბაღების საწარმოო-სამრეწველო ჯიშად ითვლებოდა. ჩვენთან სულ უახლოეს წარსულში იქნა შემოტანილი და ფართოდ გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროებზე.
  
 
[[საქართველო|საქართველოში]] კაიფერის თესლნერგი [[აჭარა]]შია ცნობილი „მარკოვკას“ სახელწოდებით. ფართოდ გავრცელებულია აფხაზეთში, სოხუმის რაიონში (სოფ. ვლადიმიროვკაში და სხვაგან), აჭარასა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ დაბლობ ჭარბტენიან რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითო-ოროლა ხე ([[ქართლი|ქართლში]] – სკრაში, კარალეთში, [[გორი|გორში]]).
 
[[საქართველო|საქართველოში]] კაიფერის თესლნერგი [[აჭარა]]შია ცნობილი „მარკოვკას“ სახელწოდებით. ფართოდ გავრცელებულია აფხაზეთში, სოხუმის რაიონში (სოფ. ვლადიმიროვკაში და სხვაგან), აჭარასა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ დაბლობ ჭარბტენიან რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითო-ოროლა ხე ([[ქართლი|ქართლში]] – სკრაში, კარალეთში, [[გორი|გორში]]).
ხაზი 24: ხაზი 24:
  
 
==წყარო ==
 
==წყარო ==
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
+
[[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]]  
  
 
[[კატეგორია:მსხლის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:მსხლის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ხილი]]
 
[[კატეგორია:ხილი]]

მიმდინარე ცვლილება 15:09, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

კაიფერის თესლნერგი(Kieffer’s Seedling). მსხლის ჯიში კაიფერის თესლნერგი, როგორც თვით სახელწოდებაც გვიჩვენებს, თესლნერგებს შორის ნაპოვნი იყო მებაღე კაიფერის მიერ ამერიკაში (ფილადელფიის მახლობლად). ფიქრობენ, რომ კაიფერის თესლნერგი უნდა იყოს ბუნებრივი ნაჯვარი P. serotina და „ვილიამსის“ შორის. პირველად ამ ჯიშს გაეცვნენ 1863 წ., ხოლო 1883 წ. კი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ბაღების საწარმოო-სამრეწველო ჯიშად ითვლებოდა. ჩვენთან სულ უახლოეს წარსულში იქნა შემოტანილი და ფართოდ გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროებზე.

საქართველოში კაიფერის თესლნერგი აჭარაშია ცნობილი „მარკოვკას“ სახელწოდებით. ფართოდ გავრცელებულია აფხაზეთში, სოხუმის რაიონში (სოფ. ვლადიმიროვკაში და სხვაგან), აჭარასა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ დაბლობ ჭარბტენიან რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება თითო-ოროლა ხე (ქართლში – სკრაში, კარალეთში, გორში).

კაიფერის თესლნერგის ყვავილი

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ხან მსხვილი აქვს, თავსა და ბოლოში მორგვალო და შუაში განიერი, შუკოს მზგავსი მოყვანილობისა. ნაყოფის ზედა ნაწილში ზოგჯერ წახნაგები აქვს განვითარებული და კომშის ნაყოფის შეხედულებისაა.

ნაყოფის კანი გლუვია, ოდნავ ხაოიანი ჟანგაროს ხალების გამო, რაც ნაყოფის ყველა ნაწილზე უხვად გვხვდება. ძირითადად მუქი ოქროსფერია, ზოგჯერ მკრთალი სითილე დაჰკრავს მზის მხარეზე. ნაყოფი საერთოდ ლამაზი მოყვანილობისა და გარეგნობისაა. ნაყოფი ქეცით არ ავადდება.

ყუნწი საშუალო სიგრძისაა, სწორი და მსხვილი და ზის პატარა ღრუში, ჯამი ღია აქვს და ზის პატარა და განიერ ღრუში.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა. უხეში, ღრტილიანი, მოტკბო – მახრჩობელა, არასასიამოვნო ბელეკონის სუნით და გემოთი; მდარე ხარისხისაა. სიმწიფის დრო ოქტომბერ-დეკემბერში უდგება. ნაყოფი გამოიყენება საკონსერვო საქმეში – იძლევა მაღალი ხარისხის კონსერვებს. ნაყოფი საწყობში დიდხანს ვერ სძლებს, ფუჭდება.

ხე იზრდება ძლიერად, ინვითარებს ვიწრო პირამიდულ, უხვად და ლამაზად შეფოთლილ ვარჯს.

ნაზია და ვერ იტანს ყინვებს, მაგრამ კარგად ეგუება ცხელი და ჭარბტენიანი ჰავის პირობებს.

ყვავილობა ადრეულა აქვს. ყვავილები თვითსტერილია. ადრე შედის მოსავლიანობაში. ისხამს უხვად. ნაყოფი მკვიდრად ზის სანაყოფე ტოტებზე, ქარისაგან ადვილად არ სცვივა. კომშზე არ ემყნის: მოითხოვს ჩართულ მყნობას; კარგად მიდის მხოლოდ ძლიერ საძირეზე. მომავალი ამ ჯიშს უსათუოდ დიდი აქვს ჩვენი ქვეყნის სუბტროპიკულ ჭარბტენიანი რაიონების მეხილეობის და აგრეთვე საკონსერვო ქარხნების სამოქმედო რაიონებში.




[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები