გვაწა ზანდური
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ბაღის საკოლექციო ნაკვეთი]] | ბაღის საკოლექციო ნაკვეთი]] | ||
− | '''გვაწა ზანდური''' - '''(''Triticum monococcum L.'')''' კილიანი ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. გვაწა ზანდურის შესახებ პირველი ბოტანიკური ცნობა ეკუთვნის ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.). მისი აღწერით, რაჭაში (ონის რაიონი, სოფ. წესი) გვაწა ზანდური, ანუ ცალმარცვალა მცირე რაოდენობით მოჰყავდათ ''(გიულდენშტედტი, 1962)''. მოგვიანებით ასეთივე ცნობას იძლევა ი. გეორგიც ''(Georgi, 1800)''. | + | '''გვაწა ზანდური''' - '''(''Triticum monococcum L.'')''' კილიანი [[ხორბალი|ხორბლის]] ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. გვაწა ზანდურის შესახებ პირველი ბოტანიკური ცნობა ეკუთვნის ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.). მისი აღწერით, [[რაჭა|რაჭაში]] (ონის რაიონი, სოფ. წესი) გვაწა ზანდური, ანუ ცალმარცვალა მცირე რაოდენობით მოჰყავდათ ''(გიულდენშტედტი, 1962)''. მოგვიანებით ასეთივე ცნობას იძლევა ი. გეორგიც ''(Georgi, 1800)''. |
− | სახელწოდებები „გვაწა ზანდური“ და „[[ჩელტა ზანდური]]“ გვხვდება ლეჩხუმშიც. ქვემო რაჭაში ჩელტა ზანდურს „გობეჯას“, გვაწას კი „წმინდას“ უწოდებენ ''(მაყაშვილი, 1991; ბრეგაძე, 2004)''. | + | სახელწოდებები „გვაწა ზანდური“ და „[[ჩელტა ზანდური]]“ გვხვდება [[ლეჩხუმი|ლეჩხუმშიც]]. ქვემო რაჭაში ჩელტა ზანდურს „გობეჯას“, გვაწას კი „წმინდას“ უწოდებენ ''(მაყაშვილი, 1991; ბრეგაძე, 2004)''. |
− | გვაწა ზანდურის ნათესებს, არცთუ ისე შორეულ წარსულში, [[საქართველო|საქართველოში]] ფართო არეალი ეკავა. მისი ნათესები აღწერილია საქართველოს მრავალ რაიონში: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში. ამ სახეობის პოლიმორფიზმი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო. ი. გეორგის (Georgi, 1800) ცნობით, ამ ხორბალს თესავდნენ XVIII ს.-ის ბოლოს. ნ. კეცხოველი (1957) აღნიშნავს, რომ ცალმარცვალა ასლები (Triticum monococcum) საქართველოში ძველად იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ მას „ქართულ ხორბალსაც“ უწოდებდნენ. | + | გვაწა ზანდურის ნათესებს, არცთუ ისე შორეულ წარსულში, [[საქართველო|საქართველოში]] ფართო არეალი ეკავა. მისი ნათესები აღწერილია საქართველოს მრავალ რაიონში: რაჭა-ლეჩხუმში, [[იმერეთი|იმერეთში]], [[ქართლი|ქართლში]]. ამ სახეობის პოლიმორფიზმი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო. ი. გეორგის (Georgi, 1800) ცნობით, ამ ხორბალს თესავდნენ XVIII ს.-ის ბოლოს. ნ. კეცხოველი (1957) აღნიშნავს, რომ ცალმარცვალა ასლები (Triticum monococcum) საქართველოში ძველად იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ მას „ქართულ ხორბალსაც“ უწოდებდნენ. |
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | პური ჩვენი არსობისა | + | [[პური ჩვენი არსობისა]] |
− | [[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]] [[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში]] | + | [[კატეგორია:მარცვლეული კულტურა]] |
+ | [[კატეგორია:ხორბლის ჯიშები საქართველოში]] | ||
+ | [[კატეგორია:მარცვლოვანნი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:43, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
გვაწა ზანდური - (Triticum monococcum L.) კილიანი ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. გვაწა ზანდურის შესახებ პირველი ბოტანიკური ცნობა ეკუთვნის ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.). მისი აღწერით, რაჭაში (ონის რაიონი, სოფ. წესი) გვაწა ზანდური, ანუ ცალმარცვალა მცირე რაოდენობით მოჰყავდათ (გიულდენშტედტი, 1962). მოგვიანებით ასეთივე ცნობას იძლევა ი. გეორგიც (Georgi, 1800).
სახელწოდებები „გვაწა ზანდური“ და „ჩელტა ზანდური“ გვხვდება ლეჩხუმშიც. ქვემო რაჭაში ჩელტა ზანდურს „გობეჯას“, გვაწას კი „წმინდას“ უწოდებენ (მაყაშვილი, 1991; ბრეგაძე, 2004).
გვაწა ზანდურის ნათესებს, არცთუ ისე შორეულ წარსულში, საქართველოში ფართო არეალი ეკავა. მისი ნათესები აღწერილია საქართველოს მრავალ რაიონში: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში. ამ სახეობის პოლიმორფიზმი პრეისტორიულ პერიოდში დაიწყო. ი. გეორგის (Georgi, 1800) ცნობით, ამ ხორბალს თესავდნენ XVIII ს.-ის ბოლოს. ნ. კეცხოველი (1957) აღნიშნავს, რომ ცალმარცვალა ასლები (Triticum monococcum) საქართველოში ძველად იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ მას „ქართულ ხორბალსაც“ უწოდებდნენ.
ქართლში, სოფ. ერედვის მინდვრებში ნ. კეცხოველის მიერ 1921 წ. შეგროვებული მასალიდან პ. ჟუკოვსკიმ (Жуковский, 1924), აღწერა კულტურულ ცალმარცვალას ერთ-ერთი სახესხვაობა - Triticum monococcum var. eretvianum Zhuk.-ის სახელწოდებით. პ. ნასყიდაშვილის (2013) მოსაზრებით, ნ. კეცხოველის მიერ შეგროვებულ მასალაში გამოვლენილი სახესხვაობა მიჩნეულია გვაწა ზანდურის ველურ წინაპრად და აყვანილია სახეობის რანგამდე - T. eredvianum (Zhuk.) Naskidashvili-ს სახელწოდებით.