დინდგელი (პროპოლისი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
+
[[ფაილი:Dindgeli.jpg|thumb|250პქ|დინდგელი]]
 
'''დინდგელი''' - (ლათ. propolis ფუტკრის წებო).  ფუტკრის მიერ დინდგელის შეგროვება, ძირითადად, დაკავშირებულია სკაზე არსებული ნაპრალების ამოსალესად, საფრენების შესავიწროებლად, სხვა მწერების, მღრღნელებისა და სხვათა შეღწევისაგან ოჯახის დასაცავად. ამავე დროს, დინდგელს ბაქტერიების და სოკოების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
 
დინდგელის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო უძველესი დროიდან. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენებოდა ძველ [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], შემდეგ – საბერძნეთსა და [[რომი|რომში]], ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. XII-XV საუკუნეებში [[საქართველო|საქართველოში]] მის საფუძველზე მზადდებოდა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი.
+
დინდგელის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო უძველესი დროიდან. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენებოდა ძველ [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], შემდეგ – [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და [[რომი|რომში]], ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. XII-XV საუკუნეებში [[საქართველო|საქართველოში]] მის საფუძველზე მზადდებოდა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი.
  
დადგენილია, რომ დინდგელს აქვს ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ანესთეზიური, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი უცხო უჯრედებს ისე ანადგურებს, რომ მასპინძლის მიკლოფლორას არაფერს ვნებს და აქვს მრავალი სხვა უნიკალური თვისება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემადგენლობა ძალიან რთულია და დამოკიდებულია მცენარეთა იმ სახეობაზე, საიდანაცაა ფუტკრის მიერ იგი მიღებული. დინდგელის შემადგენლობაში დადგენილია 284 სახეობის ნივთიერება, რომელთაგან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 111. იმდენად, რამდენადაც დინდგელის შემადგენლობა მთლიანად არაა ამოცნობილი, მსოფლიოში დღემდე გრძელდება მისი ბიოლოგიური აქტივობის სხვადასხვა საკითხის შესწავლა.
 
ხაზი 15: ხაზი 15:
  
==წყარო==
 
==წყარო==
* პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
+
* [[პური ჩვენი არსობისა]]
 
+
 
+
 
+
==იხილე აგრეთვე==
+
* [[ფუტკრის ცვილი]]
+
  
[[კატეგორია:მეფიტკრეობა]]
+
[[კატეგორია:მეფუტკრეობა]]
 +
[[კატეგორია:ფუტკრის პროდუქტები]]
 +
[[კატეგორია:ცხოველური წარმოშობის პროდუქტები]]

მიმდინარე ცვლილება 16:07, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

დინდგელი

დინდგელი - (ლათ. propolis ფუტკრის წებო). ფუტკრის მიერ დინდგელის შეგროვება, ძირითადად, დაკავშირებულია სკაზე არსებული ნაპრალების ამოსალესად, საფრენების შესავიწროებლად, სხვა მწერების, მღრღნელებისა და სხვათა შეღწევისაგან ოჯახის დასაცავად. ამავე დროს, დინდგელს ბაქტერიების და სოკოების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

დინდგელის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო უძველესი დროიდან. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, შემდეგ – საბერძნეთსა და რომში, ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. XII-XV საუკუნეებში საქართველოში მის საფუძველზე მზადდებოდა სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი.

დადგენილია, რომ დინდგელს აქვს ბაქტერიოსტატული, ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ანესთეზიური, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი უცხო უჯრედებს ისე ანადგურებს, რომ მასპინძლის მიკლოფლორას არაფერს ვნებს და აქვს მრავალი სხვა უნიკალური თვისება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მისი შემადგენლობა ძალიან რთულია და დამოკიდებულია მცენარეთა იმ სახეობაზე, საიდანაცაა ფუტკრის მიერ იგი მიღებული. დინდგელის შემადგენლობაში დადგენილია 284 სახეობის ნივთიერება, რომელთაგან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 111. იმდენად, რამდენადაც დინდგელის შემადგენლობა მთლიანად არაა ამოცნობილი, მსოფლიოში დღემდე გრძელდება მისი ბიოლოგიური აქტივობის სხვადასხვა საკითხის შესწავლა.

საქართველოში, 40-50 წელზე მეტია, მეცნიერულად ისწავლება დინდგელის ბიოლოგიური აქტივობის სხვადასხვა მხარე და მისი სამკურნალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობები.

დინდგელის შეგროვება ქართულ ფუტკარს, სხვა ჯიშის ფუტკრებთან შედარებით, უფრო ინტენსიურად ახასიათებს. ამასთან, ქართული დინდგელი უფრო რბილია, რაც მისი ერთ-ერთი უპირველესი თვისებაა. წელიწადში ფუტკრის ერთ ოჯახს შეუძლია, დააგროვოს 100-150 გრამი დინდგელი, ანუ ქვეყანაში დღეისათვის სავარაუდოდ არსებული 403 ათასზე მეტი ოჯახიდან შესაძლებელია 50 ტონანე მეტი დინდგელის წარმოება, როცა მისი პოტენციური შესაძლებლობა, სულ მცირე, 60 ტონაზე მეტია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები