იაფეტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | * ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ||
| − | * | + | *[[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]] |
[[კატეგორია:ბიბლია]] | [[კატეგორია:ბიბლია]] | ||
[[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:ბიბლიური პერსონაჟები]] | ||
21:50, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
იაფეტი - ძველი აღთქმის პერსონაჟი. ნოეს ერთ-ერთი ვაჟი.
ნოეს ძე - „ქამი იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. სემმა - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს.
თვითონ სიტყვა „იაფეტი“ ნიშნავს „გავრცელებას“. სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27).
იაფეტის შთამომავლობა
იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში“ (დაბ. 10. 2-5).
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- მსოფლიო რელიგიები საქართველოში