აპოკალიფსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* [[ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის]]
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. -
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ახალი აღთქმა]]
 
[[კატეგორია:ახალი აღთქმა]]
 
[[კატეგორია:წმინდა წიგნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა წიგნები]]

მიმდინარე ცვლილება 23:00, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

XVI საუკუნის ხატი, აპოკალიფსი

აპოკალიფსი - (ბერძ.apokálypsis ) ქართულად გამოცხადებას ნიშნავს. არსებითი სახელი აღნიშნავს გამოცხადებას, გამოაშკარავებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალ დროთა აღსასრულის ხილვასა და მის მომასწავებელ ნიშნებს შეეხება. ამ სახელწოდებას ატარებს წმიდა იოანეს წინასწარმეტყველური წიგნი, რომელიც „აპოკალიპტურ“ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება და ახალ აღთქმას ამთავრებს.

პროლოგისა და ეპილოგის გარდა, „გამოცხადება“ ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მათგანი მოიცავს წერილებს შვიდი ეკლესიისადმი, მეორე კი წინასწარეტყველურ ხილვებს ეთმობა. ნაწარმოების მთავარი იდეაა დაპირისპირება ორ ხელმწიფებას (ეკლესია და მსოფლიო), ქრისტესა და ანტიქრისტეს, რჩეულთა და დაღუპულთა შორის. ეს დაპირისპირება გადაწყდება „სამსჯავროთი“, რომელსაც ღმერთი წარმართავს იესოს — უფლისა და მსაჯულის — მეშვეობით. „გამოცხადება“ ქრისტოლოგიურ-სოტერიოლოგიური ხასიათის პოემაა, რომელსაც აქვს შვიდი ეკლესიით წარმოდგენილი პროკონსულის გამგებლობაში მყოფი აზიის ქრისტიანთა მიმართ წარგზავნილი წერილის ფორმა; ამავე დროს, ის არის ახალი აღთქმის იდეათა და იმედთა სინთეზი და ახალი და უკანასკნელი დროის წინასწარმეტყველება. ტრადიციის თანახმად, „გამოცხადება“ დომიციანეს მეფობის დასასრულს, დაახლოებით 95 წელს შეიქმნა.




[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები