ღამის დიდი ფარშევანგთვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ramis didi farSevangTvala.jpg|thumb|250პქ|'''ღამის დიდი ფარშევანგთვალა''' (SATUENIA PYRI)]]
+
[[ფაილი:Ramis didi farSevangTvala.jpg|thumb|270პქ|'''ღამის დიდი ფარშევანგთვალა''' (SATUENIA PYRI)]]
  
'''ღამის დიდი ფარშევანგთვალა''' - ''(SATUENIA PYRI)''. პეპელა ფარშევანგთვალისებრთა ოჯახისა.   
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
ამ პეპელას ჩვენში ხალხი ღამურას ეძახის. ძალიან ბევრი შიშითად და ზიზღით უყურებან ხოლმე და ამის გამო ხოცავენ კიდევაც. სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ისა აქვს, რომ ღამეული ცხოველების ნირი ახასიათებს, ანუ მზის ჩასვლის შემდეგ აქტიურია.
 
ღამის დიდი ფარშევანგთვალა გავრცელებულია მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, [[კავკასია|კავკასიაში]], უკრაინასა და რუსეთშის ევროპული ნაწილის სამხრეთში. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქები აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპელა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული „თვალებით“ კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.
+
ღამის დიდი ფარშევანგთვალა გავრცელებულია მცირე [[აზია]]ში, [[ევროპა]]ში, ჩრდილო [[აფრიკა]]ში, [[კავკასია|კავკასიაში]], [[უკრაინა]]სა და [[რუსეთი|რუსეთში]]ს ევროპული ნაწილის სამხრეთში. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქები აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპელა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული „თვალებით“ კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.
  
ბინადრობს მეჩხერი ხემცენარეებითა და ბუჩქნარით დაფარულ ღია ლანდშაფტებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე სიმარლეზე. მარტიდან ივნისის დასაწყისამდე (ეს დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან) იძლევა ერთ თაობას. ზოგჯერ ცალკეული ინდივიდების ნახვა შესაძლებელია შემოდგომაზეც.
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
მდედრმა კვერცხები ჩრდილში უნდა დადოს. არადა კვერცხების სიჭარბის გამო მისი სხეული საკმაოდ მძიმდება და ფრენა უჭირს. ამიტომ მდედრი ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აცოცდეს და იქედან გადმოფრინდეს, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოახერხოს წასვლა. ეს თავის მხრივ განსახლებას უწყობს ხელს და შთამომავლობის გარადჩენის შანსს ზრდის.
 
მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფერები არიან, ხოლო დიდები კი ღია მწვანე. ჭუპრი მოშავო-ყავისფერია. თუ ცივი ზაფხული დადგა, ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.
+
მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფერები არიან, ხოლო დიდები კი ღია მწვანე. [[ჭუპრი]] მოშავო-ყავისფერია. თუ ცივი ზაფხული დადგა, ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.
  
ხაზი 21: ხაზი 21:
  
==წყარო==
 
==წყარო==
აფთარი, გიურზა და სხვები.../ [რედ.: ირაკლი მაჭარაშვილი] - თბ., 2002 : შპს "სი-ჯი-ეს"-კალამუს გრაფიკის სტუდია - 158გვ.: ილ.; 23სმ
+
[[აფთარი, გიურზა და სხვები]]
  
[[კატეგორია:პეპლები]]
 
[[კატეგორია:პეპლები]]
 +
[[კატეგორია:მწერები]]

მიმდინარე ცვლილება 14:03, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით

ღამის დიდი ფარშევანგთვალა (SATUENIA PYRI)

ღამის დიდი ფარშევანგთვალა - (SATUENIA PYRI). პეპელა ფარშევანგთვალისებრთა ოჯახისა.

ამ პეპელას ჩვენში ხალხი ღამურას ეძახის. ძალიან ბევრი შიშითად და ზიზღით უყურებან ხოლმე და ამის გამო ხოცავენ კიდევაც. სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ისა აქვს, რომ ღამეული ცხოველების ნირი ახასიათებს, ანუ მზის ჩასვლის შემდეგ აქტიურია.

ღამის დიდი ფარშევანგთვალა გავრცელებულია მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, კავკასიაში, უკრაინასა და რუსეთშის ევროპული ნაწილის სამხრეთში. ეს ევროპაში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქები აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპელა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული „თვალებით“ კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.

ბინადრობს მეჩხერი ხემცენარეებითა და ბუჩქნარით დაფარულ ღია ლანდშაფტებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე სიმარლეზე. მარტიდან ივნისის დასაწყისამდე (ეს დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან) იძლევა ერთ თაობას. ზოგჯერ ცალკეული ინდივიდების ნახვა შესაძლებელია შემოდგომაზეც.

მუხლუხო იკვებება მრავალ მცენარეზე, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს Rosaceae, Ericaceae და Oleaceae წარმომადგენლებს. იზამთრებს ჭუპრში.

ღამის ფარშევანგთვალების შეწყვილება იწყება შუაღამის შემდეგ და გრძელდება 22 საათის განმავლობაში. განცალკევების შემდეგ მამრი პეპელა მიფრინავს სხვა მდედრის საძებნელად.

მდედრმა კვერცხები ჩრდილში უნდა დადოს. არადა კვერცხების სიჭარბის გამო მისი სხეული საკმაოდ მძიმდება და ფრენა უჭირს. ამიტომ მდედრი ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აცოცდეს და იქედან გადმოფრინდეს, რომ რაც შეიძლება შორ მანძილზე მოახერხოს წასვლა. ეს თავის მხრივ განსახლებას უწყობს ხელს და შთამომავლობის გარადჩენის შანსს ზრდის.

მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფერები არიან, ხოლო დიდები კი ღია მწვანე. ჭუპრი მოშავო-ყავისფერია. თუ ცივი ზაფხული დადგა, ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.

[რედაქტირება] წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები