ნევიუსი გნეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნევიუსი გნეუს“ გადაიტანა გვერდზე „გნეუს ნევიუსი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გნეუს ნევიუსი''' − (''ლათ.'' Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. შექმნა ახალი ჟანრი დრამატული პოეზიის სფეროში ე.წ. [[პრეტექსტა]] ([[ტრაგედია]] ძველრომაულ სიუჟეტზე). ცნობილია მისი პრეტექსტების ორი სახელწოდება: „რომული“ – რომის დაარსების ლეგენდის მიხედვით და „კლასტიდიუსი“ – გალებთან ომის (222 ძვ.წ.) ამსახველ თემაზე. წერდა, აგრეთვე, [[კომედია|კომედიებსაც]]. ბერძნული ორიგინალების დამუშავების დროს პირველმა გამოიყენა [[კონტამინაცია|კონტამინაციის]] ხერხი. მის კომედიებში მრავლად იყო პოლიტიკური თავდასხმები. მისი თხზულებების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
+
'''გნეუს ნევიუსი''' − (''ლათ.'' Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. შექმნა ახალი ჟანრი დრამატული პოეზიის სფეროში ე.წ. [[პრეტექსტა]] ([[ტრაგედია]] ძველრომაულ [[სიუჟეტი|სიუჟეტზე]]).  
 +
 
 +
როგორც კომედიოგრაფიის, ასევე [[ტრაგედია|ტრაგედიის]] ჟანრში იმხანად წარმატებულ დრამატურგად გნეუს ნევიუსი მიიჩნეოდა. რომაელი მაყურებლის ინტერესს უფრო მძაფრსიუჟეტიანი და დინამიკური [[პიესა]] იწვევდა და დრამატურგებიც მაყურებლის დაკვეთის შესრულებას ცდილობდნენ. ნევიუსის ტრაგედიები მოქმედების დინამიკური განვითარებით გამოირჩეოდა. დრამატურგი თავის ტრაგედიებში, როგორც რომის ისტორიულ წარსულს, ასევე მის თანამედროვე რეალიებსაც წარმოაჩენდა. ისტორიული თემატიკის საფუძველზე შექმნილ ტრაგედიებს [[პრეტექსტა]]ს უწოდებდნენ. ნევიუსის ტრაგედიებს ხშირად თამაშობდნენ სამხედრო გამარჯვების აღვნიშვნისას ან რომელიმე [[მხედართმთავარი|მხედართმთავრის]] დაკრძალვისას. თუმცა, მაყურებლის ინტერესს, იმხანად, ტრაგედიებზე მეტად [[კომედია|კომედიები]], მათ შორის ნევიუსის კომედიები იწვევდა.
 +
 
 +
ნევიუსი აქტიურად მიმართავდა ბერძნული პიესების გადმოკეთებასა და კონტამინაციის ხერხს – რამდენიმე, ორი ან სამი ბერძნული კომედიის სიუჟეტური მოტივის კომედიაში გაერთიანების მხატვრულ ხერხს. [[კონტამინაცია|კონტამინაციის]] საშუალებით ნევიუსმა შეძლო მძაფრი სანახაობის მომთხოვნი რომაელი მაყურებლის მოლოდინის დაკმაყოფილება. ამასთანავე, ნევიუსი [[ტოგატა]]დ წოდებული კომედიების ავტორიც იყო.
 +
 
 +
ცნობილია მისი [[პრეტექსტა|პრეტექსტების]] ორი სახელწოდება: „რომული“ – რომის დაარსების ლეგენდის მიხედვით და „კლასტიდიუსი“ – გალებთან ომის (222 ძვ.წ.) ამსახველ თემაზე.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი I]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:რომაელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:რომაელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:რომაელი პოეტები]]
 
[[კატეგორია:რომაელი პოეტები]]

მიმდინარე ცვლილება 15:49, 23 ივნისი 2023 მდგომარეობით

გნეუს ნევიუსი − (ლათ. Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. შექმნა ახალი ჟანრი დრამატული პოეზიის სფეროში ე.წ. პრეტექსტა (ტრაგედია ძველრომაულ სიუჟეტზე).

როგორც კომედიოგრაფიის, ასევე ტრაგედიის ჟანრში იმხანად წარმატებულ დრამატურგად გნეუს ნევიუსი მიიჩნეოდა. რომაელი მაყურებლის ინტერესს უფრო მძაფრსიუჟეტიანი და დინამიკური პიესა იწვევდა და დრამატურგებიც მაყურებლის დაკვეთის შესრულებას ცდილობდნენ. ნევიუსის ტრაგედიები მოქმედების დინამიკური განვითარებით გამოირჩეოდა. დრამატურგი თავის ტრაგედიებში, როგორც რომის ისტორიულ წარსულს, ასევე მის თანამედროვე რეალიებსაც წარმოაჩენდა. ისტორიული თემატიკის საფუძველზე შექმნილ ტრაგედიებს პრეტექსტას უწოდებდნენ. ნევიუსის ტრაგედიებს ხშირად თამაშობდნენ სამხედრო გამარჯვების აღვნიშვნისას ან რომელიმე მხედართმთავრის დაკრძალვისას. თუმცა, მაყურებლის ინტერესს, იმხანად, ტრაგედიებზე მეტად კომედიები, მათ შორის ნევიუსის კომედიები იწვევდა.

ნევიუსი აქტიურად მიმართავდა ბერძნული პიესების გადმოკეთებასა და კონტამინაციის ხერხს – რამდენიმე, ორი ან სამი ბერძნული კომედიის სიუჟეტური მოტივის კომედიაში გაერთიანების მხატვრულ ხერხს. კონტამინაციის საშუალებით ნევიუსმა შეძლო მძაფრი სანახაობის მომთხოვნი რომაელი მაყურებლის მოლოდინის დაკმაყოფილება. ამასთანავე, ნევიუსი ტოგატად წოდებული კომედიების ავტორიც იყო.

ცნობილია მისი პრეტექსტების ორი სახელწოდება: „რომული“ – რომის დაარსების ლეგენდის მიხედვით და „კლასტიდიუსი“ – გალებთან ომის (222 ძვ.წ.) ამსახველ თემაზე.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები